None

როგორ იქცევიან ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები ყოველდღიურად?

  • 20 ოქტ 2021

ფსიქოლოგიური სიძლიერე ნებისმიერი სხვა უნარების ტოლი და სწორია. მის განვითარებას დრო სჭირდება.

ფსიქოთერაპისტი ეიმი მორინი გვასწავლის რომ ჩვენი გენეტიკა, პიროვნება და ცხოვრებისეული გამოცდილებები დიდ როლს თამაშობს ჩვენი გონებრივი სიმტკიცის გამომუშავებაში.

ხანგრძლივი კვლევების შედეგად დადგინდა ის ცხრა მოქმედება, რასაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები ყოველდღე აკეთებენ :

1. მონიტორინგს უწევენ საკუთარ ემოციებს

ხალხს ფსიქოლოგიურად მტკიცე პიროვნებები წარმოუდგენიათ ისეთ პიროვნებებად, რომლებიც მალავენ და ახშობენ თავიანთ ბუნებრივ ემოციებს, მორინი კი ამბობს რომ სინამდვილეში ეს ადამიანებები „კარგად იცნობენ“ თავიანთ შინაგან სამყაროს.

ისინი აკვირდებიან თავიანთ გრძნობებს დღის განმავლობაში და ცდილობენ დააფიქსირონ თუ როგორი ზეგავლენა აქვთ გარკვეულ ემოციებს, მათ ფიქრებსა და ქცევებზე.
აღნიშნულმა პიროვნებებმა იციან რომ ხანდახან იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღონ საკუთარი გრძნობების წინააღმდეგ უნდა წავიდნენ“.

2. რეალური ოპტიმისტები არიან

მუდამ დადებითი შეხედულების ქონა ყველაფერზე შეუძლებელია, თუმცა ზედმეტად ბევრი ნეგატივით ვერ განვითარდებით.

გონებრივად ძლიერი ადამიანები „აანალიზებენ რომ მათი ფიქრები მუდმივად სწორი არ არის და ისინი ყოველთვის ცდილობენ თავისი უარყოფით რეაქციებს სხვა კუთხით, სხვა მხრიდან შეხედონ“ . ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები ანაცვლებენ თავიანთ ყველაზე გადაჭარბებულ შიშებს, რეალისტური ფიქრებით და ცდილობენ ნეგატიურ აზრებს ებრძოლონ რეალობით“

3. ცდილობენ პრობლემის მოგვარებას

მარტივად რომ ვთქვათ „ დომინანტი გონების მქონე პიროვნებები უარს ამბობენ ისეთ პროექტში მონაწილეობისაგან, რომელსაც არაპროდუქტიული ქმედებები და შედეგები ექნება.“- ამბობს წიგნის ავტორი. იმის მაგიერ რომ სამსახურში დაღლაზე იწუწუნონ და იოცნებონ რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს, ისინი შეფასებას უკეთებენ თავიანთ შეცდომებს და ცდილობენ ისინი აღმოფხვრან. ისწავლეთ თუ როგორ უნდა შეაფასოთ თქვენი ქცევების რისკები და თუ როგორ უნდა განვითარდეთ პრობლემების საშუალებით.

4. თანაუგრნობენ საკუთარ თავს

ძლიერი პიროვნებები საკუთარ თავს უაზროდ არ აკრიტიკებენ, ისინი საკუთარ პიროვნებას ისე ელაპარაკებიან, როგორც საუკეთესო მეგობრებს.

„უაზრო თვითკრიტიკას  წინ უდგებიან და აჩერებენ. ისინი პატიობენ საკუთარ თავს საკუთარ შეცდომებს, ამხნევებენ თავიანთ თავს და აგრძელებენ თავიანთ გზას მიზნების მისაღწევად“ – აღნიშნავენ ფსიქოლოგები.

5. აგებენ ჯანსაღ ჩარჩოებს

ერთერთი რამ რასაც ძლიერი პიროვნებები თავს არიდებენ ეს არის მათი ძალის გაცემა. „ადამიანები თმობენ პოზიციებს, როდესაც მათ არასაკმარისი ფიზიკური ან ემოციური საზღვრები აქვთ გავლებული“ ამბობს ავტორი, „თუმცა მათ შეიძლება ააგონ აუცილებელი და ჯანსაღი ჩარჩოები თუ ისინი თავდაჯერებულად და დაგეგმილად მოიქცევიან“.

მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანებები სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმას თუ რას ფიქრობენ, გრძნობენ და იქცევიან. ისინი უარს ამბობენ იმაზე რომ სხვა ადამიანებმა განსასზღვრონ თუ როგორი დღე ან მომავალი ექნებათ მათ.

6. განვითარებული აქვთ დროის მართვის უნარი

ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები დროს, როგორც ამოწურვად რესურსს აღწერენ. შესაბამისად ისინი მის გამოყენებას მაქსიმალურად ეფექტურად ცდილობენ. „ძლიერი პიროვნებები ენერგიას კარგავენ არა წარსულზე ტირილში, არამედ ისინი კონცერტრირდებიან პროდუქტიულ საქმიანობეზე, რაც მათ შედეგს მოუტანთ“

7. არიან მიზანდასახულები

მიზნის წარმატებულად ასრულებას დრო სჭირდება. მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანები მიემართებიან თავიანთი სასურველი მომავლისკენ და გააზრებული აქვთ რომ მათი დღევანდელი არჩევანი, გავლენას ახდენს სასურველ „სურათზე“.

8. ცდილობენ იპოვონ გზები რომ გახდნენ უფრო ძლიერები

„გონებრივად დომინანტი ადამიანები ყოველდღიურ გამოწვევებს განვითარების საშუალებად აღიქვავენ“ ამბობს მორინი. ასევე აღსაღნიშნავია, რომ ეს პიროვნებები თავიანთ თავს არასდროს მიიჩნევენ საკმარისად ძლიერად, ყოველთვის არის ადგილი კიდევ უფრო მეტი ზრდისთვის.

ამერიკელი ფსიქოთერაპისტი აცხადებს –  „ისინი აცნობიერებენ რომ ფიზიკურად ძლიერი ადამიანები ფორმას ინარჩუნებენ ვარჯიშის შედეგად, შესაბამისად მათ თავიანთი ტვინის ხვეულები უნდა ავარჯიშონ იმისათვის რომ თავიდან აიცილონ სისუსტე“

9. აკვირდებიან თავიანთ პროგრესს

მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა გვეხმარება რომ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება. წინსვლა იწყება საკუთარი მინუსების აღიარებით და ისინი, არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას რომ საქმის არგამოსვლის შედეგად გადაბრალების გზას დაადგნენ.

„წარუმატებლობის მიზეზების ძებნის მაგიერ, ძლიერი პიროვნებები ეძებენ ახსნა განმარტებებს თუ რატომ არ გამოუვიდათ გარკვეული ნაბიჯები და თუ რა არის მომავალში გასაკეთებელი, მიზნის მისაღწევად“

 

წყარო: Business Insider

თარგმნა სალომე სილაგაძემ