კ. ჩალაძის 13
+995 597 951 100
კურსის ღირებულება - 1190 ლარი დღგ-ს გარეშე
შესყიდვები ორგანიზაციული მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება კომპანიის ფინანსურ პროცესებს. შესყიდვებზე მოდის კომპანიის კომერციული სტაბილურობისა და წარმატების მნიშვნელოვანი წილი.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ კურსს, რომელიც საშუალებას მოგცემთ პრაქტიკაში გადაიტანოთ თეორიული ცოდნა, გაანალიზოთ თქვენი სამუშაო პროცესი, მიიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები და გააკეთოთ დასკვნები თქვენი კომპანიის შესყიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი სავარჯიშოები, რომელიც ემყარება ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, დაგეხმარებათ ეფექტურად და წარმატებულად მართოთ თქვენი გუნდი და საქმიანობა.
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია შესყიდვებისა და ლოგისტიკურ პროცესებში ან მართავს შესყიდვების გუნდს. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს შესყიდვების პროცესს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. განკუთვნილია მათთვის, ვისი საქმიანობაც უკავშირდება მნიშვნელოვანი კომერციული პროცესების დაგეგმვას, მართვას და სტრატეგიული მოლაპარაკების პროცესებში ჩართულობას.
ტრენინგი აგებულია პრაქტიკულ დავალებებზე და რეალურ ქეისებზე, რაც საშუალებას მოგცემთ გაიმყაროთ თეორიული ცოდნა და მიღებული პრაქტიკული სავარჯიშოებიდან თავად გამოიტანოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დასკვნები.
1. პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები;
2. ქართული და საერთაშორისო რეალობიდან აღებული ქეისების ანალიზი;
3. შესყიდვებისა და გადაზიდვების სფეროს პრაქტიკოსი ტრენერები;
4. რეალური მოლაპარაკებები, რეალური შეცდომები და წარმატებები;
5. ინდივიდუალურად თქვენი საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
ექვსი შეხვედრის განმავლობაში თქვენ შეეხებით და გააანალიზებთ სრულ ლოგისტიკურ ციკლს, რომელიც მოიცავს ბაზრის კვლევას, ანალიზს, ტენდერების ორგანიზების სპეციფიკას. უშუალოდ ჩაერთვებით მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში. მიმოიხილავთ გადაზიდვებთან, საბაჟო ტერმინალებთან და საწყობის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შესავალი
საკომუნიკაციო სტრატეგია
ლოგისტიკა - გადაზიდვები
კატეგორიის მენეჯმენტი
შესყიდვები გაყიდვებისთვის
ხელშეკრულებები