კ. ჩალაძის 13
+995 597 951 100
კურსის ღირებულება - 1890 ლარი დღგ-ს გარეშე
გაყიდვების და მოლაპარაკების პროცესის მართვა რთული და კომპლექსურია. შესაბამისად, სწორი სტრატეგიის გარეშე კონკრეტული და გრძელვადიანი შედეგების მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ზოგჯერ ჩვენ ვიღებთ შედეგებს, მაგრამ ეს შედეგები არასტაბილურია და მუდმივად გვიწევს ხანძრების ჩაქრობა, რასაც ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.
გაყიდვების და მართვის კურსის მთავარი სარგებელი კონკრეტული სტრატეგიებისა და ტექნიკების შესწავლაა, რომლებიც არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოს რეალობაშიც ადაპტირებულია და პრაქტიკაში გაზომვადი შედეგები მოაქვს. ტრენინგის შემდეგ თქვენ შეძლებთ თქვენს კომპანიაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიის შექმნას და მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროცესის წარმატებით დასრულებას. შესაბამისად, თქვენი გაყიდვები უფრო სტაბილურად გაიზრდება, ყოველი ახალი გამოწვევა გაყიდვებში ნაკლები სტრესის მომტანი იქნება და რაც მთავარია, შეძლებთ, რომ უფრო ეფექტურად მართოთ გაყიდვების გუნდი და იზრუნოთ მათი განვითარების გრძელვადიან გეგმებზე.
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორატიული გაყიდვებისა და რთული მოლაპარაკებების მართვა.
პროგრამა შედგენილია პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე დაყრდნობით და მორგებულია ქართულ ბაზარს.
პრაქტიკოსი ტრენერები დაგეხმარებიან, ისწავლოთ, როგორ დაგეგმოთ, განახორციელოთ და მართოთ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესი დასაწყისიდან დასასრულამდე.
პროგრამა შედგება სამი ძირითადი ბლოკისგან: დაგეგმარება, განხორციელება და ანალიზი. პრაქტიკული სავარჯიშოების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, მიღებული ცოდნა რეალურ ქეისებს მოარგონ.
როგორ გავიდეთ ახალ მომხმარებელზე?
Networking
კლიენტის მზაობის 3 ფაზა
პირველი კომუნიკაცია
პირველი შეხვედრა
როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს პრეზენტაციისას?
„შავი გედი" მოლაპარაკებებში
შეხვედრის დასრულება
როგორ ვიქცევით შეხვედრის შემდგომ?
განმეორებითი შეხვედრები კლიენტთან
Storytelling-ისტორიების მოყოლის ხელოვნება
დელეგირება
მოტივაცია