უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ბოლო პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად გართულდა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში დაკავებულ ორგანიზაციებს ეფექტური გაყიდვების სტრატეგია ჰქონდეთ.

კურსი განკუთვნილია: 

  • გაყიდვების მენეჯერებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული უძრავი ქონების გაყიდვებში
  • მათთვის, ვისაც სურვილი აქვს უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით დასაქმდეს
  • კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც ახალ გზებს ეძებენ უძრავი ქონების გაყიდვების გასაზრდელად. 

პროგრამა მოიცავს:

უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლს: როგორ მოვამზადოთ პროდუქტი გასაყიდად, როგორ ვმართოთ გაყიდვების პროცესი ეფექტურად და როგორ ვაწარმოოთ გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებელთან.

კურსის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გამართონ რეალური მოლაპარაკებები პოტენციურ კლიენტებთან და თეორიული ცოდნა მოარგონ თავიანთ პრაქტიკულ შემთხვევებს.

  • I შეხვედრა
        • პირველი ზარი - 5 წამის პრინციპი
        • რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
        • როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას.
        • ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ?
        • როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრინციპი
        • როგორ ვისაუბროთ ჩვენს პროდუქტზე
        • თვისებები, უპირატესობები თუ ემოციები?
        • ისტორიები ,,ბედნიერ“ კლიენტებზე
        • რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ კლიენტისათვის?
        • კლიენტის არსებული გამოცდილება
        • შეკითხვის დასმა = წინააღმდეგობას?
        • წინააღდეგობების იდენტიფიცირება
        • როგორ ვაქციოთ წინააღმდეგობა საკუთარ სარგებლად?
        • როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნა წინააღმდეგობების დაძლევის შესახებ
  • II შეხვედრა
        • როგორ შევქმნათ მარტივად გასაყიდი პროდუქტი
        • მარკეტინგის და გაყიდვების როლი პროდუქტის შექმნაში
        • რა გვჭირდება უძრავი ქონების მარტივად გასაყიდად
        • როგორ დავზოგოთ დრო და გავყიდოთ დისტანციურად
        • სხვადასხვა პერიოდებზე მორგებული გაყიდვების გეგმა და წლის პრიორიტეტები
        • ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ აუცილებლად, რომ გავყიდოთ მეტი
        • როდის აღარ ხარ „დედა“ მობინადრისთვის
        • როდის უნდა დაამთავრო კომუნიკაცია არსებულ მობინადრესთან
        • რას ვპირდებით და რას ვაბარებთ მობინადრეს
        • არსებული კლიენტების ბაზა
დავით ჩიკვაიძე
დავით ჩიკვაიძე
დამფუძნებელი, დირექტორი, მენტორი