კ. ჩალაძის 13
+995 597 951 100
კურსის ღირებულება - 1090 ლარი დღგ-ს გარშე
ბოლო პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად გართულდა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში დაკავებულ ორგანიზაციებს ეფექტური გაყიდვების სტრატეგია ჰქონდეთ.
კურსს გაუძღვებიან პრაქტიკოსი ტრენერები - სალომე ლაზიშვილი კომპანია „m2 დეველოპმენტის“ გაყიდვების დირექტორი, დავით ჩიკვაიძე „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი, ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს "ლაივის" დამფუძნებელი.
უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლს: როგორ მოვამზადოთ პროდუქტი გასაყიდად, როგორ ვმართოთ გაყიდვების პროცესი ეფექტურად და როგორ ვაწარმოოთ გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებელთან.
კურსის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გამართონ რეალური მოლაპარაკებები პოტენციურ კლიენტებთან და თეორიული ცოდნა მოარგონ თავიანთ პრაქტიკულ შემთხვევებს.
აუცილებლად გასავლელი ნაბიჯები გაყიდვების პროცესის დაწყებამდე
• როგორ შევქმნათ მარტივად გასაყიდი პროდუქტი
• მარკეტინგის და გაყიდვების როლი პროდუქტის შექმნაში
• რა გვჭირდება უძრავი ქონების მარტივად გასაყიდად
• როგორ დავზოგოთ დრო და გავყიდოთ დისტანციურად
პროექტის გაყიდვების გეგმის შემუშავება
• სხვადასხვა პერიოდებზე მორგებული გაყიდვების გეგმა და წლის პრიორიტეტები
• ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ აუცილებლად, რომ გავყიდოთ მეტი
• გაყიდვების დასასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა
• საიმიჯო კომუნიკაცია
გაყიდვების გუნდის შერჩევა/გადამზადება
• გაყიდვების „შენეული“ სტანდარტის მომზადება
• როგორ შევარჩიოთ კარგი გაყიდვების მენეჯერი
• გაყიდვის პროცედურა ტექნიკურად
• საჭიროა თუ არა გაყიდვების მენეჯერის შეფასება
პირველი კონტაქტისთვის მზადების პროცესი
• პირველი ტექსტის მომზადება
• რატომ უნდა შეგხვდნენ?
• რას ამბობენ შენი პირადი ჩანაწერები?
• რა არის შეხვედრის მიზანი?
კლიენტთან პირველი კონტაქტი
• პირველი ზარი - 5 წამის პრინციპი
• რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
• როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას.
• ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ?
• როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრინციპი.
პროდუქტი/პრეზენტაცია - როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს
• როგორ ვისაუბროთ ჩვენს პროდუქტზე
• თვისებები, უპირატესობები თუ ემოციები?
• ისტორიები ,,ბედნიერ“ კლიენტებზე
• რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ კლიენტისთვის?
გაყიდვიდან ბინის ჩაბარებამდე
• როდის აღარ ხარ „დედა“ მობინადრისთვის
• როდის უნდა დაამთავრო კომუნიკაცია არსებულ მობინადრესთან
• რას ვპირდებით და რას ვაბარებთ მობინადრეს
• არსებული კლიენტების ბაზა
მარკეტინგული სტრატეგია
• როგორ ჩამოვაყალიბოთ მარკეტინგის სტრატეგია
• როგორ წარმოვადგინოთ სამშენებლო/დეველოპერული კომპანია სოციალურ მედიაშია
• მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენება გაყიდვების გაზრდისთვის
• მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენა