None

თემო მაისურაძე - "გაყიდვები და მართვის" კურსის მონაწილე

  • 20 აპრ 2022

თემო მაისურაძე, შპს "ომოფოქსის" კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი, "გაყიდვები და მართვის" კურსის შესახებ

  1. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა ტრენინგიდან "გაყიდვები და მართვა'?

თითოეული შეხვედრა ძალიან დასამახსოვრებელი იყო. გამოვყოფდი იმ შეხვედრას, სადაც საუბარი იყო თუ როგორ უნდა დაგეგმო შეხვედრა, მოლაპარაკების პროცესში რა ტექნიკები უნდა გამოიყენო, რომ უფრო ეფექტურად წარმართო პროცესი.

  1. რა არის ის, რაც საქმეში შეცვალე კურსის გავლის შემდეგ?

პირველი დღიდან დავიწყე იმ ტექნიკების პრაქტიკაში განხორციელება, გავტესტე ყველაფერი, ყველა ტექნიკა თუ მიდგომა, რასაც კურსის განმავლობაში განვიხილავდით და ვსწავლობდით. სწორედ ამ ტექნიკებით დავიწყე ზარების განხორციელება და ძალიან კარგ შედეგებსაც მივაღწიე. ძალიან დამეხმარა ეს ტექნიკები ბევრი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. რამდენიმე დიდ კომპანიასთან მქონდა შეხვედრები, რომლებიც წარმატებით დასრულდა და უკვე წარმატებით ვთანამშრომლობთ ამ კომპანიებთან.

  1. კონკრეტულ შედეგს ხომ ვერ გაგვიზიარებ?

როგორ უკვე ავღნიშნე, რამდენიმე ძალიან დიდ კომპანიასთან გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულება. ერთ-ერთი არის ევროპაკი, მათი დამფუძნებლები სწორედ ამ ტრენინგზე გავიცანი, ამის შემდეგ შევხვდით და დავიწყეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა.

  1. ვის და რატომ ურჩევდი "გაყიდვები და მართვის" კურსის გავლას?

გაყიდვების სფეროში ვინც მოღვაწეობს ყველას ვურჩევდი, ყველას გამოადგება. მოლაპარაკების და გაყიდვების ტექნიკების გარდა, იცნობ ბევრ საინტერესო ხალხს, ნეთვორქინგის კუთხით არის ძალიან კარგი ადგილი. შესაძლებელია ეს ნეთვორქი ძალიან კარგ ბიზნესს მოლაპარაკებებად და პარტნიორობად გადაიქცეს, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა.