None

10 წუთიანი „კანონი“, ანუ თქვენი დროის მართვის რევოლუცია

  • 28 ივლ 2021

ამ სტატიას, ალბათესეთი სიტყვებით უნდა ვიწყებდე ,, ეს წესი ერთი შეხედვით არარეალური ჩანდა, მაგრამ რაც მეათე წუთიდან დაიწყო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა." შესავალი საკმაოდ ბანალურია და ალბათ ყველგან შეგხვედრიათ, რათა მკითხველის ყურადღება რამენაირად მიიპყროს, მაგრამ ამ კონკრეტულ სტატიას ეს ნამდვილად არ სჭირდებასტატიას კი იმ ისტორიის მოყოლით დავიწყებ, რომელიც პირადად მე გადამხდა და პირდაპირ უკავშირდება ამ ,,ათ წუთიან წესს“.

როდესაც ,,ათ წუთიანი წესისშესახებ წავიკითხე, შესვენება მქონდა ტრენინგზე,  შესაბამისად, ჩემი ტვინი სულ სხვა ფიქრებზე იყო გადართული. გაყიდვების თანამედროვე მეთოდების სიახლეებზე ვფიქრობდი. სტატიის სათაურმა ყურადღება მიიქცია, თუმცა, ჩავთვალე, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი თეორია იყო ,,უკვდავთაცხოვრებიდან, რომელიც სულ სხვა რითმზეა მორგებული და საქართველოს რითმს სრულიად არ ემთხვევა.

თურმე საფუძვლიანად ვცდებოდი. როგორც კი ტრენინგს მოვრჩი, ჩემს ოთახში შევედი და ,,ზრდილობისათვიამ წესის განხორციელებას შევუდექი. ესე ხშირად ვიქცევი, რათა რეალურად გამოვარკვიო, თუ რა არის რეალური და პრაქტიკული და რა არის თეორიის ,,ოპერიდან“.

დავჯექი, ავიღე გასაკეთებელი საქმე, რომელსაც ვერასოდეს ვერ ვასწრებდი ,,გუგლის კალენდარშიმონიშნულ დროში, დავყავი 10 წუთიან მონაკვეთება.. ,,ქვეპუნქტებად“, მოვიმარჯვე წამზომი და გაცხოველებით შევუდექი მუშაობას, კერძოდწერას. თან წამზომს ვუყურებდი, რომელზეც წამები და წუთები, უმოწყალოდ მირბოდნენ ათი წუთისაკენ.

▪️ პირველ "10 წუთიან" საქმეს რომ მოვრჩი, 10 წუთს ცოტათი გადავაცილე და ჩემთვის გავიფიქრე, რომ ალბათ ესეც მორიგი ,,თეორიული ხრიკიიყო, თუმცა სვლა მაინც განვაგრძე, ბოლო-ბოლო საქმე იყო ბოლომდე მისაყვანი.

▪️ მეორე ,,10 წუთიან საქმეზეცოდნავ გადავაცილე ათ წუთს, მაგრამ მცირედით, სულ რაღაც 25 წამით.

▪️მესამე ,,ქვეპუნქტიკი უკვე პირნათლად და ზუსტად შევასრულე, 9 წუთსა და 50 წამში. როდესაც ყველაფერს მოვრჩი თვალებს და საათს არ ვუჯერებდი!

საქმე,  რომელსაც ორ საათნახევარს ვანდომებდი, ზუსტად 45 წუთში მოვრჩი. ცოტა შემრცხვა, ცოტაც გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დისციპლინა და სწორი სტრატეგია არის მთავარი და გადამწყვეტი ნებისმიერ საქმეში.

რა შეიცვალა ამის მერე ჩემს ცხოვრებაში? იმ დღეს ყველაფერი, რადგანაც ვიყავი სუპერ პროდუქტიული, ხოლო შემდეგ, ალბათ ისევე მოვიქეცი, როგორც ყოველი ჩვენგანი ვიქცევით ხოლმე, მიუხედავად ჩვენი მიღწევებისა თუ საინტერესო აღმოჩენებსა.

დავუბრუნდი ჩემს ,,ძველ სტილს, რომელიც ,,გუგლის კალენდარშიუამრავი საკითხების ჩანიშვნასა და მერე ნახევარი საქმეების ვერ მოსწრებასა და ,,შემდეგიდღისათვის გადადებას გულისხმობსეხლაც ვზივარ და როდესაც ამ სტატიას ვწერ, ჩემი კალენდარი სიგნალს მაძლევს, სტატიის წერის დრო გასულა და ,,კვირის კალენდარიარის დასაგეგმირა გაეწყობაეხლა მე უნდა დაგტოვოთ და ჩემს შემდეგ გასაკეთებელ საქმეს უნდა დავუთმო დრო, ხოლო თქვენ კი გიტოვებთ ,,ათ წუთიანი საქმისინსტუქციასრომელიც ქვევით არის მოცემული.

წაიკითხეთ, სცადეთ, თავიდან შეიძლება არ გამოგივიდეთ, მაგრამ თავს ,,ცოტა დააძალეთ“. დიდი და კარგი საქმეები ხომ ,, ცოტა დაძალებითგამოდის. გისურვებთ თქვენი დროის წარმატებულად გამოყენებას.

 

                                                                               პირველი რჩევა

„10 წუთიანი წესი“  მარტივია: თითოეული შესასრულებელ სამუშაოზე 10 წუთზე მეტი არ უნდა დავხარჯო. თუ 10 წუთზე მეტი დრო სჭირდება რომელიმე დავალებას, მაშინ ის ან მცირე ნაწილებად უნდა დავაცალკევოთ. მთავარია კანონი ზუსტად დაიცვათ და არ გადაწიოთ წამზომის დრო. „კანონის მიღებიდანრამოდენიმე დღეში, თქვენთვითონ გაგიკვირდებათ თუ როგორი სისწრაფით და დაკვირვებული დაიწყებთ მუშაობას.

                                                                                მეორე რჩევა

თავიდან ეს პუნქტი შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოთ, თუმცა, თუ შეცვლით თქვენ შეხედულებებს მიხვდებით, რომ ყველა სამუშაო შეგიძლიათ 10 წუთიან ნაწილებად დაშალოთ. უნდა მოიძიოთ ინფორმაცია ახალი პროექტისთვის? დაიწყეთ ყველაფერი ინტერნეტში 10 წუთიანი მიმოხილვით და ინფორმაციის მოძიებით, შემდეგი 10 წუთის განმავლობაში ჩამოწერეთ პუნქტებად თუ რა ინფორმაცია მიიღეთ და რა კითხვები გაქვთ კიდევ საპასუხო. მესამე 10 წუთი დაუთმეთ ადამიანებსრომლებსაც უნდა გადააბაროთ ის კითხვები, რომლებიც ჯერ ამოწურული არ არის.

თქვენ მინიმუმ 3 საათიან სამუშაოს 30 წუთში შეასრულებთ!

ეს მიდგომა სამსახურის გარეთაც კარგად მუშაობს. მაგალითად, ჩემ ერთ-ერთ კოლეგას იმდენად დააინტერესა 10 წუთისკანონმარომ მან გადაწყვიტა აღნიშნული დროის მონაკვეთში დილაობით მიეღო დუში, ეჭამა საუზმე და .. შედეგად, მან აღმოჩინარომ მსგავსი ტემპით მას ნაკლები დრო სჭირდებოდა დილით გასამზადებლად, ხოლო დაზოგილი დროით კი ძილის ხანგრძლივობა გაეზარდა.

                                                                                მესამე რჩევა

ზემოთ ხსენებული წესის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ისეთი მარტივი და საჭირო ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიცაა წამზომი.  იმის იმედი, რომ თქვენი შინაგანისაათიამოქმედდება და თქვენვე მიხვდებით როდის გავა 10 წუთი, ნუ გექნებათ. ალბათშეგიმჩნევიათ თქვენით 10 წუთიანი საკითხი, როგორ მოგიგვარებიათ 20 ან 30 წუთში

რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევებიროდესაც გარკვეულ საქმეებს 10 წუთზე ბევრად ნაკლებ დროში მოილევთ, ან პირიქით, უფრო დიდი ხანი დასჭირდება საკითხის მოგვარებას. ასეთი ფაქტების და წესის დარღვევის გამო თავი არ უნდა იგრძნოთ დამნაშავედ, უბრალოდ ჩაინიშნეთ მსგავსი შემთხვევა და მომავლისთვის გაითვალისწინეთ.

თუ მაგალითად, თქვენი რომელიმე თანამშრომელი ლაპარაკის მოყვარულია, იმისათვისრომ დრო არ დაკარგოთ, საუბრის წინ გააფრთხილეთ, რომ თქვენ მხოლოდ 10 წუთი გაქვთ. თუ მეტი დრო დაგჭირდათ საკითხის მოსაგვარებლად, ესეც ნორმალურია. უბრალოდ, შემდეგისთვის გაითვალისწინეთ ეს შემთხვევა, იმისთვის, რომ დრო და დღე უკეთესად დაგეგმოთ.

ასე რომ გამოწვევა მიღებული გაქვთ! აიღეთ წამზომი და გამოსცადეთ თქვენი თავი ! გახსოვდეთ დრო არ ჩერდება და ცხოვრებაში წამზომიც, მუდამ ჩართულია.

წყარო: არ მახსოვს 🙂

ავტორი:  დავით ჩიკვაიძე

წესები თარგმნა:   სალომე სილაგაძემ