კ. ჩალაძის 13
+995 551 830 283
გიორგი არჯევანიძე, შპს "ენტერ ელექტრონიქსის" კომერციული დირექტორი, "გაყიდვები და მართვის" კურსის შესახებ
პირველ რიგში ინოვაციებით, ახალი მეთოდები იყო დანერგილი გაყიდვების მიმართულებით. რეალური და ძალიან განსხვავებული ქეისებით განვიხილავდით იმას, რაც გაყიდვებში არის საჭირო და ძალიან საინტერესო იყო.
ყველაზე მეტად ყოველთვის ემოციები მოქმედებს ადამიანზე, არ დამავიწყდება ერთი საღამო, რომელიც ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული იყო ჩემთვის. ემოციურად იმდენად დატვირთული დღე იყო, ტომ ყველაზე გამორჩეულად ეს შეხვედრა მახსოვს, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ თითოეული შეხვედრა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო.
ყოველთვის ვცდილობ, ტრენინგზე მოსმენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გადავიტანო პრაქტიკაში, როგორც კი შესაძლებლობა მექნება. ბევრი რამ შევცვალე გაყიდვებში და ახლა სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემს თანამშრომლებს გავუზიარო. უკვე დაწყებულიც მაქვს ეს პროცესი.
კომპანიას ვერ დავასახელებ, თუმცა წარმატებით განვახორციელეთ თანამშრომლობა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აქამდე ძალიან იწელებოდა. მოლაპარაკებისას გამოვიყენე ის ტექნიკები, რაც ტრენინგის დროს გავიარეთ და ძალიან დამეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში.
ყველას ვურჩევ ვინც გაყიდვების სფეროში მოღვაწეობს და ასევე, ვფიქრობ ძალიან გამოადგებათ კომპანიის ხელმძღვანებელს, რომ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება შემდეგ თავიანთ გუნდში დანერგონ და გააზიარონ.