None

ანა ლობჟანიძე - "გაყიდვები და მართვის" კურსის მონაწილე

  • 16 აპრ 2022

ანა ლობჟანიძე, შპს "ევროპაკის" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, "გაყიდვები და მართვის" კურსის შესახებ

  1. რითი გამოარჩევდი კურსს "გაყიდვები და მართვა"?

ბოლო სამი წელია აქტიურად გავდივარ ტრენინგებს, თუმცა ასეთი კვალი არცერთ სხვა ტრენინგს არ დაუტოვებია. პირველ რიგში, ტრენერების დამოკიდებულება იყო სრულიად განსხვავებული, გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, ძალიან დეტალურად და სწორი ფორმით იყო მოწოდებული მათგან ინფორმაცია. მნიშვნელოვან დროს გაგვახსენეს ის პატარა დეტალები, რაც გვგონია რომ ვიცით, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა რეალურად სწორედ ეს პატარა დეტალებია, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები შევიკრიბეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს საჭირო კონტაქტები, შეხვედრებიც გვქონდა და მეგობრულის გარდა, საქმიანი ურთიერთობებიც ჩამოგვიყალიბდა. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ საინტერესო და კარგ წრეს შევიძენდი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

  1. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა ტრენინგიდან?

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მესამე ლექცია. შინაგანად ამ ყველაფრის მოლოდინი მქონდა, მაგრამ ბოლომდე არ მეგონა რომ გაბედავდით. დამაფიქრა ძალიან ბევრ რამეზე, პრიორიტეტების მიხედვით დავალაგე გარკვეული საკითხები. აქედან გამომდინარე, მესამე ლექცია იყო სასწაული, ემოციებით სავსე, საფიქრალიც რომ მომცა და თან ეს ყველაფერი არ იყო ერთდღიანი. ძალიან მაგარი იყო ასევე, ანდრო დგებუაძის შეხვედრები, ბოლო ლექციასაც გამოვყოფდი, იმიტომ რომ მივხვდი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ თქვენთან მოვხვდვი.

  1. რა არის ის, რაც საქმეში შეცვალე ამ კურსის შემდეგ?

ტრენინგზე რომ მოვედი მაშინ ვამბობდი, რომ პანდემიიდან გამომდინარე ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მქონდა მივიწყებული. ძალიან ბევრი სერიოზული თემა გავიარეთ, მაგრამ ასევე დავრწმუნდი, რომ ის პატარა დეტალებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლებსაც არ ვაქცევდი ყურადღებას. 

  1. პრაქტიკაში თუ იყენებ კურსს?

კი, მუდმივად ვიყენებ. ვფიქრობ, რომ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ პატარა დეტალების გამოყენებით მივხვდი, რომ ჩემი პარტნიორების და კლიენტების დამოკიდებულებაც კი შეიცვალა ჩემს მიმართ.

  1. კონკრეტული შედეგს ხომ ვერ გაგვიზიარებ?

მოკლედ რომ მოგიყვეთ, ერთ-ერთი კომპანიაა, რომელთანაც რამდენიმე წელია ვცდილობთ თანამშრომლობას. ერთი პრობლემა იყო ის, რომ შეხვედრების შემდეგ, როდესაც უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივსულიყავით, მათი კადრები იცვლებოდნენ და თავიდან გვიწევდა პროცესების დაწყება. ჩვენი მთავარი პრობლემა, რასაც ამ ტრენინგის შემდეგ მივხვდი იყო ის, რომ დროში გაწელვას ვაცდიდით, ამასობაში კი ბევრ შესაძლებლობას ხელიდან ვუშვებდით. სამი წამის პრინციპის გამოყენებით მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყეთ რამდენიმე ერთობლივი პროექტი, ურთიერთობა გახდა ძალიან მარტივი და ეს საქმეზეც აისახა. ორი პროექტი უკვე განვახორციელეთ მათთან ერთად, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

  1. ვის და რატომ ურჩევდი "გაყიდვები და მართვის" კურსის გავლას?

ყველა ჩემს მეგობარს ვურჩიე, ვინც გაყიდვების სფეროშია. პირველ რიგში იმიტომ, რომ საოცარი გარემოა ნეთვორქინგისთვის, განათლებულ წრეში ხვდები და ძალიან საინტერესი ხალხს იცნობ. ასევე, განვიხილავთ ისეთ დეტალებს, რომლებიც გაყიდვების გარდა, ცხოვრებისეულადაც გაფიქრებს ბევრ რამეზე. განათლებული, შემდგარი ადამიანისთვის, იმისთვის რომ, განვითარება არ შეწყვიტოს ეს ძალიან მაგარი ადგილია.