კ. ჩალაძის 13
+995 551 830 283
ალექსანდრე ფირცხალავა, შპს "ბაუმერის" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, "გაყიდვები და მართვის" კურსის შესახებ
ბევრი რამით იყო გამორჩეული ეს ტრენინგი. პირველ რიგში იმით, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულების ადამიანს შევხვდი, თითქოს ერთ თემას სხვადასხვა მიმართულებით მივუდექით. ანდროს და დავითს თავისი ჩართულობა ჰქონდათ, ეკამ კი სრულიად სხვა, შესყიდვების მხრიდან, დაგვანახა ეს ყველაფერი. სხვადასხვა კუთხით შევხედეთ გაყიდვების პროცესს და ეს ძალიან საინტერესო იყო.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და ძალიან მაგარი ემოცია ჰქონდა მესამე შეხვედრას. ემოციურად და დასამახსოვრებლად ყველაზე მეტად ამ შეხვედრას გამოვყოფდი. თუმცა ამის გარდა, ყველა შეხვედის გამოყოფა მინდა.
პირველი ზარიდან მოყოლებული ყველაფერს ვითვალისწინებ რაც გავიარეთ, როგორ უნდა ვისაუბროთ, როგორ ჩავნიშნოთ შეხვედრები. თითოეული ტექნიკა გადმოვიტანე პრაქტიკაში და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.
ყველას ვურჩევდი ვინც ამ სფეროშია, მე პირადად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ისეთი რამ რასაც ყურადღებას არასდროს მივაქცევდი. მრავალმხრივი ტრენინგია, სხვადასხვა კუთხით დავინახეთ ეს პროცესი, ძალიან ბევრი სიახლე აღმოვაჩინეთ. დამსწრე მონაწილეებთან კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარებაც ძალიან საინტერესო იყო.