None

ვახო რომანოვი - "გაყიდვები და მართვის" კურსის მონაწილე

  • 20 აპრ 2022

ვახო რომანოვი, შპს "ომოფოქსის" COO, "გაყიდვები და მართვის" კურსის შესახებ

  1. რითი გამოარცევდი "გაყიდვები და მართვის" კურსს?

პირველ რიგში, მინდა გამოვარჩიო დავით ჩიკვაიძე, ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა და გადმოგვცემდა თავის ცოდნას. აქამდე თითქოს ვალდებულებაც იყო ტრენინგებზე დასწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მოჭარბებული ინტერესი იყო და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრენინგი იყო.

  1. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა ტრენინგიდან?

გამოვარჩევდი მესამე შეხვედრას. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ამავდროულად ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ასევე, მინდა ავღნიშნო გარემო, ძალიან მოწესრიგებული და კარგად ორგანიზებული ტრენინგი იყო, საინტერესო და სახალისო წესებით.

  1. რა არის ის, რაც საქმეში შეცვალე კურსის გავლის შემდეგ?

პრაქტიკაში ყველა იმ ტექნიკას ვიყენებ რაც გავიარეთ და ძალიან მეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში. ბევრი ისეთი რამ დავიჭირე, რასაც აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას, ამის შემდეგ ჩემი მუშაობის პრინციპი უფრო მოწესრიგებული გახდა და შესაბამისად, უკვე ბევრი საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს.

  1. კონკრეტულ შედეგს ხომ ვერ გაგვიზიარებ?

იყო შენთხვევა, როდესაც ჩემი თანამშრომელი იყო მოლაპარაკებაში ჩართული და მეც ჩავერთე. სწორედ ამ ტრენინგზე გავლილი ტექნიკებით დავიწყე მოლაპარაკება და შედეგი , რა თქმა უნდა, დადებითი იყო. სხვათაშორის, დღეს მივიღეთ მეორე დასტური სწორედ ამ კლიენტისგან. მოლაპარაკებაში ვცდილობდი ზუსტად ის ტექნიკები გამომეყენებინა, რაც ტრენინგზე ვისწავლეთ და გავიარეთ.

  1. ვის და რატომ ურჩევდი "გაყიდვები და მართვის" ტრენინგის გავლას?

ყველას ვურჩევ ვინ გაყიდვების სფეროში მოღვაწეობს. პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, სხვათაშორის შემდეგი ნაკადის ჯგუფში უკვე დარეგისტრირდნენ ჩემი თანამშრომლები.