კ. ჩალაძის 13
+995 551 830 283
ელენე მიქაძე, შპს "Softmaster trade"- ს შესყიდვების მენეჯერი, შესყიდვების მართვის კურსის შესახებ
ტრენინგი იყო პრაქტიკული, განვიხილავდით კონკრეტულ ქეისებს, ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებას. გამოვარჩევდი, ასევე ტრენერებს, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და გვიზიარებდნენ მნიშვნელოვან რჩევებსა და მიდგომებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს სფეროშო მოღვაწე ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი გაცნობა. ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ლოჯისტიკის ნაწილი, მოწვეული ლექტორები და სტუმრები. შესყიდვებში რაც გავიარეთ თითქოს ყველაფერი ვიცოდი, თუმცა ვაკეთებდი გაუაზრებლად, ტრენინგის შემდეგ კი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და მივხვდი, რომ სწორი მიმართულებით მივდივარ. ყველაზე მეტად ტრენინგმა დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და გამიზარდა თვითშეფასება.
გავითვალისწინე და გავაუმჯობესე ბევრი პუნქტი, კონკრეტულ საკითხებში შევცვალე მიდგომები. ეს ყველაფერი უკვე პრაქტიკაშიც გადმომაქვს და ყოველდღიურად ვაუმჯობესებ და ვცვლი საკითხებს.
კი, ვურჩევდი ნამდვილად. ვფიქრობ, იდეალური იქნება მათთვის, ვისაც უკვე გარკვეული გამოცდილება აქვთ და სურთ რომ უკეთესად გაერკვნენ სფეროში.