Sales and Mentorship

პროექტის "Sales and Mentorship"-ის მთავარი მიზანია გაყიდვების და კომუნიკაციის უნარების განვითარება მენტორშიფის პროგრამის დახმარებით, რომელიც მოიცავს გაყიდვების, მოლაპარაკების პროცესის სრულ ჯაჭვს, მომხარებელთან ეფექტური ურთიერთობის მართვას - პირველი კომუნიკაციიდან საბოლოო შეთანხმებამდე.

პროექტი მოიცავს სამენტორო პროგრამას, რომელიც გულისხმობს, წინასაწარ დასმული KPI-ების მენტორის მიერ ანალიზსა და შემოწმებას. მენტორი ყოველკვირეულად ინვიდუალურად ხვდება თითოეულ მონაწილეს და შეხვედრიდან შეხვედრამდე ასწავლის მენტორინგის ტექნიკებს და გასცემს უკუკავშირის. მიღებულ შედეგებსა და ანალიზს ყოველკვირეულად წარადგენს მენეჯმენტთან. სამენტორო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ აქტიურად დანერგონ და გადაიტანონ ახალი მეთოდები ყოველდღიურ საქმიანობაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

მიაღწიონ დასახულ ამოცანებს გაყიდვებში;

ეფექტური და ნაკლებად სტრესული გახადონ მომხმარებლებთან ურთიერთობა;

თვითანალიზის საფუძველზე შეძლებენ დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებას მოლაპარაკებებსა და გაყიდვებში;

ზუსტად და კონკრეტულად ეცოდინებათ, რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ მომხმარებელთან წარმატებული მოლაპარაკების მისაღწევად;

შეძლებენ ნასწავლი მასალა გაუზიარონ კოლეგებსა და ახალწვეულებს თავიანთ კომპანიაში.

პროექტის სილაბუსი მორგებული იქნება კომპანიის ინდუსტრიას და საჭიროებებს.

ტრენინგის ტექნიკური დეტალები შეთანხმებული და მორგებული იქნება დამკვეთის საჭიროებებს წინასაწრი შეხვედრებისა და გასაუბრების საფუძველზე.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს მივაწოდებთ ყველა გამოყენებულ მასალას. გამოყენებულ მასალას გავუზიარებთ დეპარტამენტის დირექტორებსაც, რომ გააგრძელონ სწავლების პროცესი ტრენინგის დასრულების შემდეგ, გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

  • პროგრამა
        • პირველი ზარი - 5 წამის პრინციპი
        • რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
        • როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას.
        • ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ?
        • როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრინციპი.
        • საკუთარ პროდუქტზე საუბრის სპეციფიკა დისტანციური გაყიდვების დროს
        • იენტის არსებული გამოცდილება
        • შეკითხვის დასმა = წინააღმდეგობას?
        • წინააღდეგობების იდენტიფიცირება
        • როგორ ვაქციოთ წინააღმდეგობა საკუთარ სარგებლად?
        • როდის გავყიდოთ ჯვარედინად ?
        • ჯვარედინი გაყიდვების ტექნიკები
        • აქტივობა - რას რა პროდუქტს ვუკავშრებთ.
        • სიტუაციური ამოცანები - ჯვარედინი გაყიდვა.
        • როგორ ვმართოთ დისტანციურად მომხმარებელთან კომუნიკაცია
        • რა ვიცით ჩვენს პროდუქტზე
        • პროდუქტის თვისებები და უპირატესობები
        • რას ნიშნავს პროდუქტის სარგებელი
        • რატომ უნდა იყიდონ თქვენგან?
        • „ცოტაც დამიკელის" პრინციპი
        • საბოლოო პირობებზე შეთანხმება 
        • კონკრეტული მოქმედების გეგმა 
        • ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება
დავით ჩიკვაიძე
დავით ჩიკვაიძე
დამფუძნებელი, დირექტორი, მენტორი
ეკატერინე თავთავაძე
ეკატერინე თავთავაძე
პარტნიორი მენტორი
რეგისტრაცია