International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - თამარ გიგოლაშვილი

  • 20 იან 2026

1) რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI-ში?
პირველრიგში, მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა და გადამემოწმებინა ჩემი მიდგომები როგორც გუნდის მართვაში, ისე მომხმარებლებთან მოლაპარაკებების პროცესში.
ასევემნიშვნელოვანი იყო ტექნიკური ცოდნის გაღრმავება - არა მხოლოდ თეორიის დონეზე, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც პირდაპირ გამოიყენება რეალურ სამუშაო გარემოში.

2) რას ელოდით კურსის დაწყებამდედა შეესაბამება თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინებს?
კურსისდაწყებამდე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა და ვფიქრობდი, რომ ის უფრო სტანდარტული, თეორიული პროგრამა იქნებოდა. რეალობამ კი ბევრად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს - კურსი იყო ძალიან დინამიკური, საინტერესო და რეალურ შედეგებზე ორიენტირებული. არც ერთი სესია არ ყოფილა მოსაწყენი; აშკარად იგრძნობოდა, რომ მასალები მაქსიმალურად იყო მორგებული ბიზნესის პრაქტიკულ საჭიროებებზე.

3) რომელი თემები ან სესიები დაგამახსოვრდათყველაზე მეტად და რატომ?
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჰარვარდის ქეისი თავისი რეალურობით, ემოციურობითა და პრაქტიკულობით. ეს სესია ყველაზე ახლოს იყო ჩემს ყოველდღიურ სამუშაო რეალობასთან. ასევე განსაკუთრებით საინტერესო იყო თემები, სადაც დეტალურად განიხილებოდა მოლაპარაკების ტექნიკები და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები.

4) რა იყო კურსის ყველაზე პრაქტიკულინაწილი თქვენთვის?
ყველაზე დიდი ღირებულება იმაში დავინახე, რომ კურსის მასალები მარტივად ტრანსფორმირდებოდა რეალურ სამუშაო სიტუაციებში. აქ არ იყო მხოლოდ „როგორ უნდა“ ტიპის თეორიული სწავლება - კურსმა მაჩვენა, „როგორ მუშაობს“ ეს ყველაფერი პრაქტიკაში.

5) როგორ აისახა კურსზე მიღებული ცოდნა თქვენს ყოველდღიურსაქმიანობაზე?
მიღებულმა ცოდნამ ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედა. საქმიანობა უფრო სტრუქტურირებული და გააზრებული გახდა. როგორც გუნდთან, ისე მომხმარებლებთან კომუნიკაციაში ახლა უფრო მიზანმიმართულად, ეფექტურად და თავდაჯერებულად ვმოქმედებ.

6) როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისადა მენეჯმენტის მიმართ კურსის შემდეგ?
კურსისშემდეგჩემიხედვამნიშვნელოვნად გაფართოვდა და უფრო სისტემური გახდა. ბევრ საკითხს, რასაც ადრე ინტუიციით ან გამოცდილებით ვაკეთებდი, ახლა გაცილებით უფრო სტრუქტურირებული და გააზრებული სახე აქვს.

7) თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს?
International Sales Institute გამოირჩევა პრაქტიკული მიდგომით, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული სწავლებითა და მაღალპროფესიონალი ტრენერებით, რომლებიც რთულ თემებს ძალიან მარტივად და გასაგებად ხსნიან. კურსი არ არის მხოლოდ თეორიული -ყველაფერი მაქსიმალურად მიბმულია რეალურ სამუშაო პროცესებზე. ასევე შესამჩნევია ინდივიდუალური მიდგომა და გარემო, სადაც თითოეული მონაწილე თავს ჩართულად და მოტივირებულად გრძნობს. სწორედ ეს კომბინაცია ქმნის ISI-ს უნიკალურობას.

8) ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?
ვურჩევდი ყველას, ვინც სერიოზულად უდგება გაყიდვებსა და მენეჯმენტს - იქნება ეს დამწყები თუ გამოცდილი სპეციალისტი.
საკუთარ კომპანიაში უკვე ვგეგმავ გუნდის ჩართვას ამ პროგრამაში. ეს კურსი შესაფერისია მათთვის, ვისაც სურს პროფესიონალურად განვითარდეს, დახვეწოს საკუთარი მიდგომები და მიიღოს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - ქეთო მაღლაკელიძე

ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" - ის II ნაკადის მონაწილე - ნინო გამყრელიძე

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 511 74 44 17

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2026 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა