International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ 2016 წელს დავით ჩიკვაიძემ დააფუძნა. ინსტიტუტი გაყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სთავაზობს ტრენინგებს და სასწავლო კურსებს გაყიდვების მიმართულებით. კურსები შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ თეორიებზე დაყრდნობით და მორგებულია ქართულ რეალობას. გაყიდვების სფერო სწრაფად მზარდია და უწყვეტ სწავლასა და განვითარებას ითხოვს. ის, რაც ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინ ეფექტიანად მუშაობდა, დღეს უკვე მოძველებულად მიიჩნევა. შესაბამისად, ძველი მეთოდები ვერ გააღებს ახალი შესაძლებლობების კარს. ISI-ის ამოცანაა, მუდმივად გაგიზიაროთ სიახლეები, მოგცეთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ. 

Isi

ჩვენი გუნდი

დავით ჩიკვაიძე
დავით ჩიკვაიძე
დამფუძნებელი, დირექტორი, მენტორი

დავითი გაყიდვების სერთიფიცირებული ტრენერია, 16 წლიანი გამოცდილებით გაყიდვების, მომსახურების მართვისა და ლიდერშიპის მიმართულებით. დავითი ავტორია წიგნისა „ანტი გაყიდვები“, რომელიც როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე, Amazon-ზეც წარმატებით იყიდება.

ანდრო დგებუაძე
ანდრო დგებუაძე
პარტნიორი მენტორი

ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში. იგი ასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა USAID და მსოფლიო ბანკი. ანდრო ამასთანავე ბლოგერია, მონაწილეობა აქვს მიღებული საჯაროდ სიტყვის გამოსვლის არაერთ პლატფორმაში როგორც საქართველოში (NX), ისე საზღვარგარეთ (TED).

ეკატერინე თავთავაძე
ეკატერინე თავთავაძე
პარტნიორი მენტორი

ეკატერინე შპს ქართუ ლოჯისთიქსის დირექტორია. 15 წლიანი გამოცდილებით შესყიდვების მიმართულებით. მას უმუშავია სხვადასხვა კომპანიებში შესყიდვების სფეროში, იგი ასევე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი.

მარიკა ნებიერიძე
მარიკა ნებიერიძე
პარტნიორი მენტორი

ტრენერი 20+ წლიანი გამოცდილებით. ჩატარებული აქვს: ბიზნეს CPD, გაყიდვები და CRM, ხალხის მენეჯმენტი, ToT, Teambuilding და სხვა ტრენინგები, სხვადასხვა აუდიტორიისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

სალომე ლაზიშვილი
სალომე ლაზიშვილი
პარტნიორი მენტორი

ბიზნესის განვითარების დირექტორის მოადგილე გაყიდვების მიმართულებით Silk Development • სილქ დეველოპმენტში. 10 წლიანი გამოცდილება m2-ში გაყიდვების და საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი. უძრავი ქონები დეველოპერი კომპანიების კონსულტანტი გაყიდვების მიმართულებით. 15 წელზე მეტი გამოცდილება გაყიდვების სფეროში.

ნინო დვალიძე
ნინო დვალიძე
პარტნიორი მენტორი

Women'secret და Cortefiel საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი.

მარიკა კიკნაძე
მარიკა კიკნაძე
პარტნიორი მენტორი

სახელმწიფო შესყიდვებში 15 წლიანი გამოცდილებით. უმუშავია ბევრ წამყვან სახელმწიფო ორგანიზაციაში შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ამჟამად არის სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიის - შპს გარდაბნის თბოსადგურის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

თორნიკე ტურიაშვილი
თორნიკე ტურიაშვილი
პარტნიორი მენტორი

ციფრული სააგენტო „კრაკენის“ და „გიფერის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. იგი ასევე არის „ელვის დელივერის“ თანადამფუძნებელი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი.

ჯემიკო კაკაბაძე
ჯემიკო კაკაბაძე
ოპერაციების დირექტორი

Sales MBA - ის მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებული. ჯემიკო დღეს ინსტიტუტის საოპერაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ეკატერინე ორბელაძე
ეკატერინე ორბელაძე
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის წარმომადგენელი ბათუმში

ეკატერინე 15 წელზე მეტია საბანკო სფეროში მოღვაწეობს, გაყიდვების მიმართულებით. ამჟამად არის "იშბანკის" უფროსი კორპორატიული მენეჯერი. ეკატერინე არის ინსტიტუტის წარმომადგენელი და პროექტების ხელმძღვანელი ბათუმში.

შაკო მამუკაშვილი
შაკო მამუკაშვილი
ფოტო და ვიდეოგრაფი

ფოტო და ვიდეოგრაფი 10 წელზე მეტი გამოცდილებით. შაკო 7 წელია ინსტიტუტის გუნდის წევრია.

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 593 229 902

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2025 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა