International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია
ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები"

ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები"

  • მიმოხილვა
  • პროგრამა
  • მენტორები

ეს კურსი მათთვისაა, ვინც არა მხოლოდ წარმატებისკენ, არამედ თვითრეალიზაციისკენ მიისწრაფვის. თუ გსურს, რომ შენი ცხოვრება და კარიერა მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე არ შემოიფარგლოს და მიზნად მასლოუს პირამიდის მეხუთე  საფეხურზე ( თვითრეალიზაცია ) ასვლა გაქვს, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.

რას ისწავლი?

პირველ რიგში დაფიქრდები. დაფიქრდები ღრმად იმაზე, თუ რა აზრი აქვს ცხოვრებას. რისთვისაა ეს ყველაფერი, და თუ ამ კითხვას არ გაეცი პასუხი, სხვა რამეზე ფიქრი ნიშნავს, რომ მიყვები დინებას;

ისწავლი რა საზრისები, მსოფლმხედველობა და მიზნები ჰქონდა ცივილიზაციებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ანტიკური ხანიდან დღემდე. ახლოდან გავეცნობით უპანიშადებს, ლაოძის, ბერძნულ მითებს, ბერძნულ ფილოსოფიას, ევროპულ ფილოსოფიას;

გავაანალიზებთ თანამედროვეობის იდელოგიურ გამოწვევებს;

გავაანალიზებთ რა საერთო და რა განსხვავებებია ამ ხედვებს შორის

განვიხილავთ ერთი ადამიანის გზას. მეტამორფოზას. შემეცნებას, როგორც მეტამორფოზის არსს.

რა რის სუბიექტური და ობიექტური რეალობა და როგორ ვიპოვოთ ბალანსი ჩვენს აღქმასა და ფაქტებს შორის?

თუ როგორ ვიაზროვნოთ როგორც დამკვირვებელმა, თავისუფლად, მიუკერძოებლად;

როგორ დავაკავშიროთ ინდივიდუალური თვითშემეცნება და თვითგამოხატვა და როგორ გადავიტანოთ ეს ორგანიზაციულ კულტურაში?

რა მოგიტანს ეს კურსი?

საშუალებას, რომ გაიგო ნამდვილად ვინ ხარ;

იქნები უფრო ღრმა, ფართოდ  მოაზროვნე და საინტერესო ვიდრე იყავი აქამდე;

შეძლებ უფრო კრეატიულად მართო გამოწვევები და მიიღო გადაწყვეტილებები უფრო მაღალი ცნობიერების დონიდან.

გაიგებ, როგორ გაუგო და გააგებინო სხვას და შესაბამისად, მართო ადამიანები შენს გარშემო და შექმნა ჯანსაღი კულტურა.

ეს კურსი მათთვისაა, ვინც მხოლოდ არსებობას არ კმაყოფილდება – არამედ იმეცნებს და შემდეგ ქმნის! 

  • I შეხვედრა
    • რა არის რეალობა?

        განხილვა:

        • "აზროვნება აზროვნებაზე". 
        • სიმარტვის სიბრძნე - როგორ შეიძლება ტრივიალურ ცნებებში გამოვიჭიროთ მარადიული კითხვები. 
        • ფილოსოფიური საზრისის წარმოქმნა და ევოლუცია, წინაპირობები და გამოწვევები.

         

        გავეცნობით:

        • პლატონის ევთიფრონს - დიალოგს ფილოსოფოსსა და ქურუმს შორის

         

        ვიკამათებთ იმაზე თუ:

        • რა არის რეალობა, სილამაზე, სამართლიანობა?
        • სამყარო ობიექტურია თუ სუბიექტური?
        • მორალი ობიექტურია თუ სუბიექტური?
  • II შეხვედრა
    • აღმოსავლური და დასავლური მსოფლმხედველობა

        ფილოსოფიური საზრისი საკმაოდ გასხვავებული და გარკვეულწილად დაპირისპირებულია აღმოსავლეთსა და დასავლეთში. თითქოს, დედამიწა შუაზე იყო გაყოფილი და ეს ორი მხარე ცალკე, ერთმანეთის დამოუკიდებლად ვითარდებოდა. აღმოსავლეთი უფრო მითოსური, მისტიკური კულტურაა, დასავლეთი კი ლოგიკური და პრაგმატული. მათ შორის დიდი განსხვავებაცაა და უხილავი მიზიდულობაც. ამ ყველაფერს მივუახლოვდებით, გავეცნობით რამდენიმე ძირეულ ტექსტს და შევეცდებით გამოვიჭიროთ მთავარი საზრისების განსხვავებები და მსგავსებები.

         

        გავეცნობით:

        • ჯოზეფ კემპბელის გმირის მოგზაურობას. მეტა ისტორიის იდეას
        • რა ყოფს და რა აერთიანებს განსხვავებულ კოსმოგონიებს
        • რუდოლ შტაინერის ერების მისიების იდეას

         

        ვიკამათებთ იმაზე თუ:

        • რა იყო ძველი ინდური წარმოდგენების მთავარი საზრისი
        • რა იყო ძველი ეგვიპტური წარმოდგენების საზრისი
        • რა იყო ბერძნული მითების სათქმელი
        • რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიო კუტურებს, განსხვავებებს და მსგავსებებს
        • განვიხილავთ ფილმს: "White tiger"
  • III შეხვედრა
    • ტრანსცენდეტური თუ იმანენტური?

        ამ შეხვედრაზე შევეცდებით დავაპირისპიროთ ორი რამ: სამყარო ჩემს შიგნით და სამყარო ჩემს გარეთ? რა არის ადამიანისთვის უცვლელი მოცემულობა და სად რჩება სივრცე ადამიანის თავისუფლებისთვის. განვიხილავთ შემეცნების სტრუქტურას, ეტაპებს. განვიხილავთ შემეცნებას, როგორც ორი სამყაროს კავშირს.

        გავეცნობით:

        • კანტის ხედვა-  გავარჩევთ მის ცნობილ ფრაზას: "ორი რამ მაკვირვებს, მორალი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა".
        • რუდოლფ შტაინერი - ეგოიზმი ფილოსოფიაში
        • ჯანაკ რაჯას სიზმარი და დამკვირვებლის იდეა ინდურ ფილოსოფიაში.
        •  

        ვიკამათებთ იმაზე თუ:

        • რა არის შემეცნება? როგორ ხდება გაგების აქტი?
        • რა გზას გადის ცნობიერება? რა როლი აქვს ეგოს.
        • როგორ შეხედავდა სხვადასხვა ფილოსოფოსი ერთი და იგივე საკითხს
        • რა არის ხელოვნური ინტელექტი. განვიხილავთ "ალფა გოს"
  • IV შეხვედრა
    • რეალობა რომ იყოს ფარდობითი?

        ამ შეხვედრაში განვიხილავთ ისეთ მსოფლმხედველობას, როცა ყველაფერი ფარდობითია. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს იდეურად  და რას შეცვლიდა ეს პრაქტიკულად. 

        განვიხილავთ:

        • ფარდობითობა ლიტერატურაში: რიუნოსკე აკუტაგავას "უსიერ ტყეში"
        • ფარდობითობის ფილოსოფია მხატვრობაში: მალევიჩის კვადრატი
        • ფარდობითობა მუსიკაში: ჯონ კეიჯი და კარლჰაინც შტოკჰაუზენი

         

        ვიკამათებთ იმაზე თუ:

        • რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ფარდობითობის ფილოსოფიას.
        • რა შეიძლება იყოს ამ ფილოსოფიის ბუნებრივი ევოლუცია
  • V შეხვედრა
    • საკუთარ თავთან საუბრის კულტურა

        საკუთარი აზროვნების დაკვირვება ერთი შეხედვით სრულიად ინტიმური პროცესია. ყველა ადამიანი თავისებურია და თავისებურად აკვირდება იმ აზრებს, რომლებიც მას მოსდის. მაგრამ საოცრება ისაა, რომ თავად აზროვნების პროცესი არ განსხვავდება. თითქოს გამოდის, რომ ის რაც სრულად სუბიექტური უნდა იყოს, აღმოჩნდა რომ საყოველთაოა და მაშასადამე, ობიექტური. 

        განვიხილავთ:

        • შრი აურობინდო - ცნობიერების თავგადასავალი
        • რამანა მაჰარში - გახდი ის რაც ხარ
        • რა პრაქტიკები არსებობს თვითშემეცნებისთვის
        • აშტავაკრა გიტა - ჯნანა იოგა
        • ვიკამათებთ იმაზე თუ:
        • რა გზები არსებობს სხვადასხვა კულტურაში
  • VI შეხვედრა
    • ორი აზროვნების სინთეზი

        ყველაფერი ახალი ურთიერთსაპირისპირო საწყისების ერთობით მიიღწევა. ასეა აზროვნებაზეც. ორი დიამეტრულად გასხვავებული კულტურა და ფილოსოფია ჯერ აზრის დონეზე სინთეზდება და ეს შემდგომში იძენს ფორმას.

        განვიხილავთ:

        • ჰერმან ჰესე - ზიდჰარტა
        • ვეფხისტყაოსანი
        • ხელოვნური ინტელექტი. ალფა გოზე
        • ვკამათებთ იმაზე თუ:
        • რას ნიშნავს სინთეზური აზროვნება
        • როგორ შეიძლება სინთეზური აზროვნების განხორციელება
  • VII შეხვედრა
    • აზროვნება აზროვნებაზე

        ცალკე ყურადღების ღირსია მერაბ მამარდაშვილის გვიანდელი ლექციათა ციკლი - "საუბრები ფილოსოფიაზე",  სადაც ის ვრცლად განიხილავს შემეცნების პროცესსა და ცნობიერების სტრუქტურას. გავარჩევთ და გავაანალიზებთ ამ ლექციის ფრაგმენტებს.

  • VIII შეხვედრა
    • ფინალური შეხვედრა

         ვისაუბრებთ ცნობიერების ევოლუციაზე, მომავლის ხედვაზე. "სრულად გამხდარ" ადამიანზე. 

        ფილმის ყურება და გარჩევა - Perfect Days by Wim Wenders

ანდრო დგებუაძე
ანდრო დგებუაძე
პარტნიორი მენტორი
ხანგრძლივობა 24 საათი
შეხვედრა 8
დასაწყისი ნოემბერი
ადგილი სასტუმრო ბილტმორი
ფასი 2580 ₾
რეგისტრაცია
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 558 197 679

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2025 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა