კ. ჩალაძის 13
+995 511 74 44 17
1) რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI-ში?
ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ცოდნის გაღრმავება და გაყიდვების სფეროში პრაქტიკული ნაბიჯების სწავლა. მსურდა უფრო სიღრმისეულად გამეაზრებინა, რა ახდენს გავლენას მოლაპარაკების პროცესში გადაწყვეტილების მიღებაზე, რა როლი აქვს პიროვნულობას პროცესსა და შედეგზე და, რაც მთავარია, გამეგო, რა არის გაყიდვების უახლესი სტანდარტები.
2) რას ელოდით კურსის დაწყებამდე და შეესაბამება თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინებს?
კურსის დაწყებამდე მქონდა მოლოდინი, რომ ვისწავლიდი გაყიდვების ტექნიკებს, გავეცნობოდი თანამედროვე სტანდარტებს და ამ ცოდნას ჩემს საქმიანობაში გამოვიყენებდი. თუმცა კურსმა მოლოდინებს გადააჭარბა - პირველივე ლექციიდან ბედნიერად და აღელვებული ვბრუნდებოდი სახლში, ვფიქრობდი, სად, ვისთან და როდის გამეზიარებინა მიღებული ცოდნა. უკვე პირველივე ზარიდან დავიწყე ლექციაზე მიღებული ცოდნის გამოყენება და გაზიარება ჩემს შვილთან. დავიწყე საკუთარი აზრებისა და დიალოგის დაკვირვება - რამდენად გასაგები ვიყავი, სად ვუშვებდი შეცდომებს მოლაპარაკების დროს. თუმცა კურსის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია - ამ კურსით თითქოს არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ ცხოვრებასაც სწავლობ
3) რომელი თემები ან სესიები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ?
კურსი სრულად პრაქტიკულია, რაც თითოეულ შეხვედრას დასამახსოვრებელს ხდის. განსაკუთრებით გამოვარჩევდი პირველ ლექციას, სადაც განვიხილეთ და პრაქტიკაში გამოვცადეთ ზარის დროს გამოსაყენებელი ტექნიკები. ასევე დასამახსოვრებელია ანდროსა და დავითის ერთობლივი ლექცია სთორითელინგზე - ძალიან საჭირო და გამოსადეგი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კემპბელის „გმირის მოგზაურობის“ სქემასაც. კურსის თითოეული ლექცია ისეა აგებული, რომ ერთმანეთთან მჭიდრო შინაარსობრივ-პრაქტიკული კავშირი აქვს, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია კურსის დასრულება რეალურად გამოსაყენებელი ცოდნის გარეშე.
4) რა იყო კურსის ყველაზე პრაქტიკული ნაწილი თქვენთვის?
ჩემთვის კურსის ყველაზე პრაქტიკული ნაწილი იყო ჰარვარდის ქეისის განხილვა და სთორითელინგის ტექნიკების სწავლა. ქეისის ანალიზი ისეა დაგეგმილი, რომ „გაიძულებს“ გაიაზრო დაპირისპირებული მხარეების ხედვები და საჭიროებები, იპოვო ოქროს შუალედი მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მისაღებად და, რაც მთავარია, მიღებული ცოდნა ბუნებრივად გადმოიტანო ყოველდღიურ საქმიანობაში.
5) როგორ აისახა კურსზე მიღებული ცოდნა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე?
კურსზე მიღებულმა ცოდნამ თავდაჯერება და გამბედაობა შემმატა. ახლა ვცდილობ, მოლაპარაკებამდე წინასწარ გავიაზრო როგორც ჩემი, ისე მეორე მხარის საჭიროებები და მოთხოვნები, და მზად ვიყო მოულოდნელი ან ბუნდოვანი კითხვებისთვის.
6) როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართ კურსის შემდეგ?
კურსის შემდეგ მივხვდი, რომ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესში უმნიშვნელოვანესია გულწრფელობა, ავთენტურობა და როგორც საკუთარი, ისე მეორე მხარის პროდუქტისა თუ მომსახურების სიღრმისეული ცოდნა.
7) თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს?
ISI ჩემთვის გახდა გუნდურობისა და ერთი მიზნისკენ ერთიანი სწრაფვის ნათელი მაგალითი. გუნდის წევრებს რომ ვუყურებდი, მქონდა შეგრძნება, რომ ერთმანეთს უთქმელად ესმოდათ — ზოგჯერ მზერაც კი საკმარისი იყო. ISI-ის გუნდი ასახავს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, უშუალობას, ურთიერთგაგებას და ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებულობას. უბრალოდ მადლობა- რომ ასეთი კარგები ხართ!
8) ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?
ამ კურსს ვურჩევდი ყველას, ვინც ჩართულია გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესში, ასევე მათ, ვისაც სურს კარიერული და პიროვნული ზრდა ორგანიზაციული გაყიდვების მიმართულებით.