International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - მარიანა კორახაშვილი

  • 22 იან 2026

1) რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI-ში?
კურსის შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე. პირველი, რაც მომხიბლა, ტრენერები იყვნენ - სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია კურსის გასავლელად. განსაკუთრებით დიდი მოლოდინებით ველოდებოდი ანდროს ლექციებს.

2) რას ელოდით კურსის დაწყებამდე და შეესაბამება თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინებს?
კურსის დაწყებამდე ველოდი, რომ გავიგებდი გაყიდვებისა და მოლაპარაკებების რამდენიმე ტექნიკას და შევძლებდი მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რეალობამ კი მოლოდინებს არა მხოლოდ გაამართლა, არამედ გადააჭარბა - ეს არ იყო მხოლოდ გაყიდვების ტექნიკების სწავლა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება. ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოვიყენებ.

3) რომელი თემები ან სესიები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ?
ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ანდროს სიღრმისეული ანალიზი გმირის მოგზაურობაზე და ამ მოგზაურობის ეტაპების დეტალური განხილვა. აქამდე არასოდეს შემიხედავს ფილმებისთვის ამ კუთხით, თუმცა გმირი გადის ყველა იმ ეტაპს, რომელიც მნიშვნელოვან გარდატეხას იწვევს ცხოვრებასა და კარიერაში.

4) რა იყო კურსის ყველაზე პრაქტიკული ნაწილი თქვენთვის?
ერთმნიშვნელოვნად - ჰარვარდის ქეისი. ეს არ იყო მხოლოდ ქეისის განხილვა; ჩვენ მოვირგეთ მისი გმირების როლები და თითქოს ჩვენი ბედი წყდებოდა - იმდენად აქტიურად ჩავერთეთ პრობლემების გადაჭრაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მოლაპარაკებების კუთხით.

5) როგორ აისახა კურსზე მიღებული ცოდნა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე?
გავხდი უფრო თავდაჯერებული. მნიშვნელობა არ აქვს, სატელეფონო ზარს ვახორციელებ თუ შეხვედრაზე შევდივარ - უკვე ვიცი, როგორ დავიწყო საუბარი და როგორ ვმართო ის ეფექტურად.

6) როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართ კურსის შემდეგ?
გამოვედი სტანდარტული სეილსის ჩარჩოებიდან. რაც აქამდე გაყიდვებად მიმაჩნდა, ამ კურსის შემდეგ მთლიანად გადაფასდა. დაზეპირებული ტექსტები და ხელოვნურობა აღარ არის სეილსი - როგორც დავითი იტყოდა, „მთავარია ნაღდი იყო“.

7) თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს?
მენტორები - ნამდვილად გამორჩეულად ძლიერი გუნდი ჰყავს. პროცესს ისე საინტერესოდ მართავენ, რომ მოდუნებისა და ყურადღების გაფანტვის შესაძლებლობას არ გაძლევენ. სურვილი გიჩნდება, მათი ყოველი სიტყვა და მოქმედება შეისრუტო და არაფერი გამოგრჩეს.

8) ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?
ვფიქრობ, ეს კურსი მხოლოდ სეილს მენეჯერებისთვის არ არის. ის უნდა გაიაროს ყველამ, ვინც ტოპ მენეჯმენტშია ან ნებისმიერ ფორმით შეხება აქვს მოლაპარაკებებსა და გაყიდვებთან. ფინანსისტსაც კი შეუძლია ბევრი საინტერესო აღმოაჩინოს, პროფესიულად გაიზარდოს და ახალი ხედვები შეიძინოს.

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - გიორგი ჯავაშვილი

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - თამარ დავითულიანი

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 511 74 44 17

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2026 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა