International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - ქეთო მაღლაკელიძე

  • 12 იან 2026

1) რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI-ში?
ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ისეთი კურსის გავლა, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, არამედ ორიენტირებულია პრაქტიკულ, რეალურ მოლაპარაკებებსა და გაყიდვებზე. კერძოდ, მაინტერესებდა, როგორ გამეუმჯობესებინა კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, სტრატეგიული მიდგომები და გუნდური მართვა, ასევე როგორ გამეზარდა გაყიდვების ეფექტურობა.

2) რას ელოდით კურსის დაწყებამდე და შეესაბამება თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინებს?
კურსის დაწყებამდე ველოდი პრაქტიკული გამოცდილებისა და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების მიღებას, თუმცა რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბა. თითოეული სესია ინოვაციური იყო და ექსპერიმენტებითა და რეალური ქეისებით იყო გაჯერებული.

3) რომელი თემები ან სესიები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ?
განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჰარვარდის ქეისს, ნეთვორქინგის სესიებს, Storytelling-ის პრაქტიკასა და თეატრალურ აქტივობებს — ფაქტობრივად, ყველაფერს. უფრო დეტალურად რომ ავხსნა:

დავით ჩიკვაიძესთან გამართული პირველი ორი შეხვედრა — „5 წამის პრინციპი“, „შავი გედი“ მოლაპარაკებებში და Framing — განსაკუთრებით გამომადგა იმის გასაგებად, თუ როგორ დავიწყო საუბარი და როგორ შევქმნა პირველი კონტაქტი.

ჰარვარდის ქეისი — ადვოკატის როლის მორგება, დებატები და შეთანხმების მიღწევა — დაუვიწყარი პრაქტიკული გამოცდილება იყო, ამავდროულად საკმაოდ სახალისო და აზარტული.

ნეთვორქინგისა და Storytelling-ის სესიებმა მასწავლა ეფექტური კავშირების შექმნა და ისტორიის მოყოლის ხელოვნება, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.

თეატრში როლების მორგებამ კი პრაქტიკულ სწავლებას სრულიად ახალი განზომილება შესძინა.

ამ ყველაფერს ემატებოდა ანდრო დგებუაძის მიერ განხილული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.

4) რა იყო კურსის ყველაზე პრაქტიკული ნაწილი თქვენთვის?
კურსის ყველაზე პრაქტიკული ნაწილი ჰარვარდის ქეისი იყო.

5) როგორ აისახა კურსზე მიღებული ცოდნა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე?
კურსმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი კომუნიკაციის სტილი, შეხვედრების მართვის მეთოდები და გუნდთან ურთიერთობა. გავხდი უფრო ბუნებრივი და თავდაჯერებული, ასევე დავიწყე სტრატეგიული მიდგომების აქტიურად გამოყენება გაყიდვებში.

6) როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართ კურსის დასრულების შემდეგ?
კურსმა დამანახა, რომ გაყიდვები და მოლაპარაკებები არა მხოლოდ პროცესი ან შედეგია, არამედ შემოქმედებითი, სტრატეგიული და ფსიქოლოგიური საქმიანობაც. გავაცნობიერე Storytelling-ის, ნეთვორქინგისა და როლში შესვლის მნიშვნელობა რეალურ კომუნიკაციაში. შედეგად, მოლაპარაკებები ახლა ჩემთვის გაცილებით კომფორტულია.

7) თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს?
ISI გამოარჩევს უნიკალურ კომბინაციას: მრავალფეროვანი ლექტორები სხვადასხვა სფეროდან (ბიზნესი, თეატრი, ფილოსოფია), პრაქტიკული ქეისები, ინოვაციური მეთოდები და რეალურ პრობლემებზე ფოკუსირება. თითოეული სესია პრაქტიკული, ინტერაქციული და შემოქმედებითია.

8) ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?
კურსს ვურჩევ ყველა აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც სურს მოლაპარაკებებისა და გუნდური მართვის უნარების გაუმჯობესება, ასევე მათ, ვინც დაინტერესებულია საინტერესო ადამიანების გაცნობითა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებით.

კურსი "შესყიდვები და მართვა" - XVI ნაკადის მონაწილე - ირაკლი კაჭარავა

ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" - ის II ნაკადის მონაწილე - ნინო გამყრელიძე

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 511 74 44 17

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2026 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა