International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - გიორგი ჯავაშვილი

  • 10 თებ 2026

1) რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI-ში?
Eventive Georgia-ს სწრაფი ზრდის ფონზე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ლიდერმა, მუდმივად განვაახლო ცოდნა და გუნდისთვის უფრო ძლიერი მართვის სტანდარტები შევქმნა. მქონდა სურვილი, გამეფართოებინა ხედვა გაყიდვებსა და ოპერაციულ მართვაზე - ამიტომ ISI იდეალური პლატფორმა იყო ამ გამოცდილებისთვის.

2) რას ელოდით კურსის დაწყებამდედა შეესაბამა თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინებს?
ველოდისტრუქტურირებულ და პრაქტიკულ მასალას, თუმცა რეალობამ მოლოდინებს ბევრად გადააჭარბა. განსაკუთრებით მომეწონა, რომ ყოველი ლექცია პირდაპირ ჩემს ბიზნესპროცესებს შემეძლო დამეკავშირებინა.

3) რომელი თემები ან სესიები დაგამახსოვრდათყველაზე მეტად და რატომ?
გამორჩეულად დამამახსოვრდა პრაქტიკული ქეისები, მოლაპარაკების ხელოვნება, მეტყველებისა და სამსახიობო უნარების დახვეწა, ასევე გაყიდვების სტრატეგიის აგების ბლოკი და გუნდის მართვის თანამედროვე მიდგომები. თითოეულმა თემამ რეალურად დამანახვა, სად შეიძლებოდა Eventive Georgia-ს პროცესების გამარტივება, გაუმჯობესება და ეფექტურობის გაზრდა.

4) რა იყო კურსის ყველაზე პრაქტიკულინაწილი თქვენთვის?
ყველაზე დიდი ღირებულება მომცა იმ ნაწილმა, სადაც KPI-ები, გუნდის მოტივაციის სისტემები და ეფექტური კომუნიკაციის ჩარჩოები განვიხილეთ. სწორედ ამ ინსტრუმენტების დანერგვა დავიწყე პირველ რიგში ჩვენს გუნდში.

5) როგორ აისახა კურსზე მიღებული ცოდნა თქვენს ყოველდღიურსაქმიანობაზე?
დღესბევრადუფროსისტემურად ვმართავ პროცესებს - როგორც გაყიდვებში, ისე პროექტების ოპერირებაში. გადაწყვეტილებებს ვიღებ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც გუნდის ეფექტურობის აშკარა გაუმჯობესება მოჰყვა.

6) როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისადა მენეჯმენტის მიმართ კურსის შემდეგ?
გაყიდვებს შევხედე როგორც კარგად აწყობილ მექანიზმს, რომელსაც სჭირდება დისციპლინა, სტანდარტები და სწორი მონიტორინგი. მენეჯმენტი კი ჩემთვის კიდევ უფრო მეტად გახდა ადამიანებზე მორგებული პროცესი-ნაკლები მიკრომენეჯმენტი, მეტი დელეგირება და მკაფიო სტრუქტურა.

7) თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს?
ISI გამოირჩევა იმით, რომ ყველაფერი პრაქტიკაზეა აგებული. ტრენერები თავად არიან აქტიური პროფესიონალები ბიზნესში, ამიტომ თითოეული მაგალითი გაცილებით ახლოსაა რეალობასთან. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი პლუსია.

8) ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?
ვურჩევდი მენეჯერებს, ბიზნესის მფლობელებს და ყველას, ვისაც გუნდის აშენება და გაყიდვების სტრუქტურის განვითარება სურს. ეს კურსი გაძლევს არა მხოლოდ თეორიას, არამედ რეალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მეორე დღიდანვე შეგიძლია გამოიყენო -ზუსტად ისე, როგორც ჩვენ დავიწყეთ Eventive Georgia-ში.

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXX ნაკადის მონაწილე - თამარ დავითულიანი

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXIX ნაკადის მონაწილე - მარიამ გეგეჭკორი

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 511 74 44 17

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2026 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა