International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXVIII ნაკადის მონაწილე - გელა გოგრიჭიანი

  • 18 ივლ 2025

რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI-ში?
მოტივაცია, პირველ რიგში, იყვნენ თავად კურსის ავტორები – დავით ჩიკვაიძე და ანდრო დგებუაძე. გარდა ამისა, ვინაიდან ვმართავ კომპანიას და ჩემი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება გაყიდვებს, მინდოდა გამეხსენებინა ძველი ცოდნა, მესწავლა ბევრი ახალი რამ და შემდეგ მიღებული გამოცდილება გამეზიარებინა ჩემი გუნდისთვის.

რას ელოდით კურსის დაწყებამდე და შეესაბამა თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინს?
მოლოდინი მქონდა, რომ კურსი მომცემდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას და შესაძლებლობას, მეტი მესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე დიდი არჩევანია, ISI ნამდვილად გამოირჩევა ამ მიმართულებით და ამიტომ ჩემი მოლოდინები სრულიად გამართლდა.

რომელი თემები ან სესიები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ?
მეტად რთულია კონკრეტული თემის გამოყოფა, თუმცა მოლაპარაკებების ბლოკში განსაკუთრებით დამამახსოვრდა „შავი გედი“. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო – კურსის თითოეული საათი, სესია და პრინციპი ისე კარგად იყო აწყობილი, რომ ეს მთლიანობაში იყო არაჩვეულებრივი პროფესიული მოგზაურობა, საიდანაც კონკრეტულის გამოყოფა ნამდვილად რთულია.

როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართ კურსის შემდეგ?
ზოგად ხედვაში ცვლილების შეფასება მიჭირს, თუმცა ის პრაქტიკული მიდგომები და პროფესიული „ხელოვნება“, რაც კურსმა შემძინა, ნამდვილად ცვლილებაა. ამ მიდგომებს დღეს უკვე აქტიურად ვუზიარებ ჩემს თანამშრომლებს.

თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს?
თქვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ არ არის ერთგვაროვანი და მოსაწყენი. ის დაფუძნებულია სახალისო მიდგომებსა და თემებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰარვარდის მეთოდოლოგიის განხილვა და მასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. ეს ნამდვილად არ არის ტიპური სატრენინგო შეთავაზება. ასევე ძალიან დასაფასებელია მეგობრული ატმოსფერო, ახალი ხალხის გაცნობის შესაძლებლობა და მრავალფეროვანი სეგმენტი – რაც გვეხმარება იმ ადამიანების პოვნაში, რომლებიც ერთმანეთს საქმეში სჭირდებიან. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს კურსი გამორჩეული და საუკეთესოა.

ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?
ვურჩევ ჩემს გარემოცვას – განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს საშუალო ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია გაყიდვებთან და მართვასთან. ვურჩევ, რადგან ამ კურსში ნამდვილად ისწავლიან ბევრ ახალს, რაც მათ დაეხმარება, გაიუმჯობესონ მიდგომები და საბოლოოდ, ეს აისახება როგორც კომპანიის შემოსავალზე, ისე ზოგად განვითარებაზე.

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXIX ნაკადის მონაწილე - მარიამ გეგეჭკორი

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 558 197 679

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2025 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა