International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXIX ნაკადის მონაწილე - მარიამ გეგეჭკორი

  • 15 ივლ 2025

რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ გაყიდვებისა და მართვის კურსი გაგევლოთ ISI- ში?

ISI ინსტიტუტის გაყიდვების საბაზისო კურსი პირველად 7 წლის წინ გავიარე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვან პროფესიულ და პიროვნულ ტრანსფორმაციად იქცა. აღნიშნულმა კურსმა იმ დროისთვის არსებითი გავლენა მოახდინა ჩემს ხედვაზე, კომუნიკაციის სტილზე და გაყიდვებთან დაკავშირებულ მიდგომებზე. დროის გასვლასთან ერთად როგორც მე, ისე თავად ინსტიტუტიც განვითარდა — დაემატა პრაქტიკულ ქეისებზე დაფუძნებული განახლებული პროგრამა. სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით ჩავთვალე, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებული იქნებოდა ცოდნის გაღრმავება და განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებთან შეხვედრა.

რას ელოდით კურსის დაწყებამდე და შეესაბამება თუ არა რეალობა თქვენს მოლოდინს?

პირველ რიგში, კურსის დაწყებამდე ველოდი ინტენსიურ და დინამიკურ სწავლებას, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლექციებს წარუძღვებოდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი ლექტორები, რომელთაც რეალური გამოცდილება აქვთ გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. აღნიშნული მოლოდინები სრულად გამართლდა — პროგრამა კონცენტრირებული იყო კონკრეტულ გამოცდილებასა და რეალურ ბიზნეს-სიტუაციებზე, რაც სწავლების პროცესს პრაქტიკულად გამოსადეგსა და დატვირთულს ხდიდა. ასევე მქონდა მოლოდინი, რომ კურსზე შევიძენდი არაერთ საინტერესო ადამიანს სხვადასხვა სფეროდან, რაც შესაძლებლობას იძლევა, საკითხები განხილულ იქნას განსხვავებული ხედვებისა და პერსპექტივების პრიზმიდან. რეალობაში ეს მოლოდინი სრულად გამართლდა — ჯგუფში იყვნენ მაღალი პროფესიული დონის, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანები, რაც სწავლის პროცესს ინსპირაციულს ხდიდა.

რა იყო კურსის ყველაზე პრაქტიკულინაწილი თქვენთვის?

ჰარვარდის ქეისის განხილვა და კურსის დასკვნითი ნაწილი -სთორითელინგზე მუშაობა/გავარჯიშება იყო ჩემი შეფასებით ყველაზე პრაქტიკული ნაწილი.

როგორ აისახა კურსზე მიღებული ცოდნა თქვენს ყოველდღიურსაქმიანობაზე?

კურსზე მირებულ ცოდნას და გამოცდილებას ფაქტობრივად ყოველდღიურად ვიყენებ, განსაკუთრებით ჩემს გუნდთან ურთიერთობისას. კურსი საშუალებას გაძლევს ეფექტურად მართო გაყიდვების გუნდი და იზრუნო მათი განვითარების გრძელვადიან გეგმებზე.

როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა გაყიდვებისადა მენეჯმენტის მიმართ კურსის შემდეგ?

ძალიან ბევრ და საინტერესო თემას შევეხეთ კურსის განმავლობაში, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გააზრება იყო ის, რომ გაყიდვები არ არის მხოლოდ ტრანზაქცია ან მოლაპარაკების ტექნიკა — ეს არის ღირებულებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია, ადამიანების გაგება და მათ საჭიროებებზე სრულად მორგება. მენეჯმენტის კუთხით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერის როლის განსხვავებული აღქმა - როგორ უნდა ვაშენოთ ჯანსაღი, სამართლიანი და მუდმივად განვითარებაზ ეორიენტირებული გარემო

თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ISI-ს ?

ეს არ არის კურსი, სადაც მოიწყენთ ან მოუსმენთ მოძველებულ თეორიებსა და არარელევანტურ ქეისებს. ISI-ის სწავლების მოდელი სრულად არის ორიენტირებული თანამედროვე პრაქტიკაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც რეალურად გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. აქ არ საუბრობენ იმაზე, რაც მხოლოდ წიგნში წერია — ცოდნა გადმოიცემა ისე, რომ შეგიძლია იმავე დღესვე დაამკვიდრო და გამოიყენო პრაქტიკაში. სწავლის პროცესი დინამიკურია, კონტექსტზე მორგებული და ინტერაქციული — რაც მას მეტად ეფექტურსა და ინსპირაციულს ხდის.

ვის ურჩევდით ამ კურსის გავლას და რატომ?

რეკომენდაციას მივცემდი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს — აბსოლუტურად განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა უშუალო შეხება გაყიდვებთან. კომუნიკაცია, მოლაპარაკება, ადამიანებთან ურთიერთობა — ეს ყველაფერი გაყიდვების მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, ხშირად გაუცნობიერებლადაც კი. შესაბამისად, კურსზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული მიდგომები მარტივად გადმოსატანია რეალურ გარემოში — იქნება ეს სამუშაო სივრცე, გუნდის მართვა თუ უბრალოდ პირადი კომუნიკაცია. ეს კურსი არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ზოგადად განვითარებაზე ორიენტირებული გამოცდილებაა.

" გაყიდვები და მართვა ADVANCED " კურსის XXVIII ნაკადის მონაწილე - გელა გოგრიჭიანი

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 558 197 679

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2025 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა