კ. ჩალაძის 13
+995 511 74 44 17
ჩემი ძირითადი მოტივაცია იყო პროფესიული ცოდნის განახლება და შესყიდვების ეფექტური მართვის უკეთ შესწავლა. მუშაობის პროცესში შევამჩნიე, რომ შესყიდვების მიმართულებით სისტემური ცოდნა და მეთოდები მნიშვნელოვნად ამაღლებს სამუშაო ეფექტურობას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ კურსი მომხდარიყო ჩემი პროფესიული განვითარების ნაწილი.
მოლოდინი მქონდა, რომ კურსი პრაქტიკულ და გამოყენებად ცოდნაზე იქნებოდა ორიენტირებული. კურსმა გაცილებით მეტიც შემომთავაზა – არა მხოლოდ პრაქტიკული ინსტრუმენტები, არამედ სტრატეგიული ხედვა, რომელიც საშუალებას მაძლევს, უფრო სწორად და ეფექტურად გავმართო შესყიდვების პროცესები.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სესიები, რომელიც დაკავშირებული იყო COGS-ის ანალიზსა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების სტრატეგიებთან. ეს იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია ტოპ-პრიორიტეტების განსაზღვრა და ზუსტი ანალიზი, რაც რეალურ შედეგებზე უშუალოდ აისახება.
კურსის შემდეგ ჩემი ხედვა გახდა უფრო სტრატეგიული – აღარ არის უბრალოდ “ყიდვა რაციონალურად”, არამედ მთელი პროცესის ოპტიმიზაცია, ხარჯების კონტროლი და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა არის თანაბრად მნიშვნელოვანი. დავიწყე უფრო ორგანიზებულად მუშაობა და შედეგების შეფასება სისტემურად.
ISI-ს გამოარჩევს პრაქტიკული ფოკუსი და მაღალი დონის ტრენერები, რომლებიც რეალურ გამოცდილებაზე აკეთებენ აქცენტს. ასევე, კურსის პროგრამა არის ძალიან კომპლექსური და აერთიანებს როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს, რაც საშუალებას გაძლევს ცოდნა დაუყოვნებლივ გამოიყენო.
ეს კურსი განსაკუთრებულად რეკომენდებული იქნება ყველა პროფესიონალისთვის, ვინც მუშაობს შესყიდვების, ლოგისტიკის ან მომწოდებელთან ურთიერთობის მიმართულებით. ის მნიშვნელოვნად ამაღლებს პროფესიულ კომპეტენციას, აძლიერებს სტრატეგიულ ხედვას და პრაქტიკული ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს ყოველდღიურ საქმიანობაში.