კ. ჩალაძის 13
+995 511 74 44 17
კურსის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზს თავად სპიკერი – ანდრო დგებუაძე წარმოადგენდა. მის კურსს „მენეჯმენტის ფილოსოფია“ პირადად ვესწრებოდი რამდენიმე წლის წინ და დღემდე ხშირად ვუსმენ მის ონლაინ გამოსვლებს. ჩემთვის მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და გიტოვებს საფიქრალს.
ვფიქრობ, ანდრო დგებუაძე მართლაც გამორჩეული სპიკერი და მენტორია. მას აქვს უნარი მსჯელოს ფილოსოფიურ საკითხებსა და საზრისებზე მსუბუქი და გასაგები მანერით და ამ გზით მიგიყვანოს ღრმა პიროვნულ შემეცნებამდე. ის გეხმარება თავად მიაგნო იმ ღირებულებებსა და პასუხებს, რომლებიც საჭიროა როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.
ეს კურსი ფიქრის საბაბს გაძლევს პიროვნული ტრანსფორმაციის გზაზე.
გი სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს პროფესიული და პიროვნული ზრდა, ღირებულებებისა და შეხედულებების გადახედვა, მეტი თვითანალიზი და თვითრეალიზაცია.
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უფრო სისტემური ფიქრის ჩვევას იძენ: საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან აფასებ, მცირე დეტალებს მეტ ყურადღებას აქცევ და საკუთარ რეაქციებს მოვლენებზე დაკვირვებით აკონტროლებ.