International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

მენეჯერის უკუკავშირი

  • 24 მარ 2026

უკუკავშირის დროს დაშვებული შეცდომები

უკუკავშირის გაცემა მენეჯერული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც ხელმძღვანელები იყენებენ. თავის მხრივ, უკუკავშირი გვაძლევს შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ შედეგები, პროცესები და კომუნიკაცია. არასწორად გაცემულმა უკუკავშირმა კი შესაძლოა პირდაპირ პროპორციულად გააუარესოს შედეგები და გამოიწვიოს თანამშრომლების დემოტივაცია ან განაწყენება. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში გაგიზიარებთ იმ მთავარ შეცდომებს, რომლებსაც ხშირად უშვებენ ხელმძღვანელები უკუკავშირის გაცემისას.

დაგვიანებული უკუკავშირი
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა არის დაგვიანებული უკუკავშირი. მეც, როგორც მენეჯერს, მქონია შემთხვევა, როდესაც დაქვემდებარებულმა თანამშრომელმა დავალების შესრულებისას შეცდომა დაუშვა და იმის გამო, რომ კარგ ხასიათზე ვიყავი, არ გავეცი უკუკავშირი — მარტივად რომ ვთქვათ, თვალი დავხუჭე მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე. გარკვეული დროის შემდეგ თანამშრომელმა კვლავ გაიმეორა იგივე შეცდომა, რის შემდეგაც გადავწყვიტე მასთან საუბარი. მან მომისმინა და მითხრა: „ადრეც ასე გავაკეთე და არაფერი არ გითქვამს, ამიტომ მეგონა, მისაღები იყო შენთვის დავალების ასეთი ფორმით შესრულება“. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ, როგორც ხელმძღვანელს, პირველივე შეცდომის დროს უნდა ამეხსნა თანამშრომლისთვის, რა უნდა შეეცვალა ან გაეუმჯობესებინა და რაზე ყოფილიყო კონცენტრირებული, რათა მომავალში სრულყოფილად შეესრულებინა დავალება.

არასრული უკუკავშირი
ზოგჯერ ხელმძღვანელები უკუკავშირს არასრულად გასცემენ და მთავარ საკითხი გაურკვეველი რჩება — რა უნდა შეცვალოს თანამშრომელმა, სად დაუშვა შეცდომა, რა არ მოეწონა ხელმძღვანელს და რა უნდა გააუმჯობესოს. ერთხელ ხელმძღვანელმა ასეთი უკუკავშირი მომცა: „კი, კარგია, მაგრამ რაღაცები უკეთესად შეგიძლია გააკეთო“. ბუნებრივია, დამაინტერესა, რა იყო გასაუმჯობესებელი და ვეცადე გამერკვია, კონკრეტულად რას გულისხმობდა. სამწუხაროდ, პასუხი იყო ასეთი: „სრულყოფილი და იდეალური არაფერია, ამიტომ შეეცადე, მომავალში უკეთესად იმუშაო ამ დავალებაზე“. ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, კონკრეტულად რითი იყო ხელმძღვანელი უკმაყოფილო — შედეგად, უბრალოდ გაურკვევლობაში დავრჩი.

მხოლოდ ნეგატიური უკუკავშირი
ალბათ ყველას გვქონია სიტუაცია, როდესაც დავალებაზე ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ, დროულად გადავჭერით საკითხი, მაგრამ რაღაც დეტალი დაგვრჩა გაუმჯობესებელი. ხელმძღვანელი კი აქცენტს სწორედ ამ ნაკლზე აკეთებს და უკუკავშირს ნეგატიური ფორმით გვაწვდის. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა: „ამდენი კარგი გავაკეთე და რატომ ხდება ყურადღების გამახვილება მხოლოდ უარყოფითზე?“

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული შეცდომები საკმაოდ გავრცელებულია და მათ უშვებენ როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი მენეჯერებიც. შესაბამისად, ქვემოთ რჩევის სახით გაგიზიარებთ ძირითად აქცენტებს, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება:

  • უკუკავშირის დროულად გაცემა — ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც მენეჯერებმა უნდა იფიქრონ. „თვალის დახუჭვამ“ შესაძლოა გამოიწვიოს შეცდომის ან არასწორი ქმედების განმეორება.
  • ნათელი და სრული უკუკავშირის გაცემა — უკუკავშირის შემდეგ თანამშრომლისთვის სრულად უნდა იყოს გასაგები, რა უნდა გააუმჯობესოს და რა შეცვალოს.
  • პოზიტიური უკუკავშირის მიწოდება — იმ საკითხებზე, რაც თანამშრომელმა კარგად გააკეთა, ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს, რომ მომავალში უფრო ხარისხიანად და გულმოდგინედ მიუდგეს სამუშაოს.

ფაილ მენეჯმენტი - როგორ ვმართოთ დოკუმენტები ეფექტურად

დისტანციური მოლაპარაკება გაყიდვებში - როგორ დავძლიოთ უხერხული მომენტები

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 511 74 44 17

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2026 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა