International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

როგორ ავარჩიოთ გაყიდვების პროფესიონალი?

  • 24 ივლ 2025

გაყიდვები, ეს იმ პროფესიათა კატეგორიაა, სადაც მხოლოდ უნარ-ჩვევები არ კმარა. საჭირო არის ინტუიცია, ენერგია, ადამიანებთან ურთიერობის უნარი და მთავარი მოტივაცია.

თუმცა, სწორედ ამიტომ ხშირად ისმის კითხვა:
როგორ ავიყვანოთ გაყიდვების ძლიერი კადრი?

აქ გიზიარებთ 5 პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გაყიდვების გუნდის სწორად ფორმირებაში, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ღირებულებების დონეზე.

იყავით იქ, სადაც თქვენი კანდიდატები არიან - ონლაინ სივრცე მნიშვნელოვანია

ფეისბუქ ჯგუფები, თემატური ფორუმები და პროფესიული პლატფორმები ხშირად ასახავენ ადამიანების ჩართულობას და ინიციატივას. დააკვირდით მათ, ვინც აზრს აზიარებს, კითხულობს, ეხმიანება სხვებს, ეს მეტყველებს მოტივაციაზე.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ: ასეთი ადამიანები ხშირად უკვე დასაქმებულნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება მათთან კომუნიკაცია, უბრალოდ ეს მოითხოვს მეტ სიფრთხილეს.

გაზარდეთ თქვენი გუნდი - სტაჟირება რეალურ პროცესზე

ISI-ში წარმატებით ვნერგავთ სტაჟირების პრაქტიკას, რომელიც III–IV კურსის სტუდენტებს აძლევს შანსს, რეალურ სამუშაო პროცესში ჩაერთონ.
გაყიდვების გამოცდილ მენეჯერთან მიბმული სტაჟიორი სწრაფად ითვისებს პრაქტიკულ უნარებს, სწავლობს კომუნიკაციას, objections-ისა და პროცესების მართვას .

მისტიურობა

კრეატიული მეთოდია, და ხშირად შედეგიანიც:
დაუკავშირდით პოტენციურ კანდიდატს, როგორც დაინტერესებული მომხმარებელი. შეაფასეთ, როგორ წარადგენს პროდუქტს, როგორ უსმენს, როგორ ართმევს თავს სავარაუდო კითხვებს.
ეს საუკეთესო გზაა გაარკვიოთ, შეესაბამება თუ არა მისი სტილი თქვენი კომპანიის ტონს.

იყავით მუდმივად „ძიებაში“. გაყიდვების კადრი იქაც შეიძლება იპოვოთ, სადაც არ ელით

გაყიდვების ადამიანების ძიება არ არის კამპანია. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი, უწყვეტი პროცესი. ხშირად საუკეთესო პროფესიონალს არა აქვს რჩეული რეზიუმე, მაგრამ აქვს ძლიერი ინსტინქტი, კომუნიკაციის ბუნებრივი უნარი და სწავლის სურვილი.
იყავით ღია შემთხვევითი დიალოგებისთვის, რეკომენდაციებისთვის ან თუნდაც უცნობი კანდიდატის მოულოდნელი მიმართვისთვის , შეიძლება სწორედ იქ იპოვოთ მომავალი თანამშრომელი.

არ ჩაატაროთ გასაუბრება ოფისის სტანდარტულ კუთხეში

გაყიდვების კადრის გასაუბრება უმჯობესია წარიმართოს არაფორმალურ გარემოში. სასიამოვნო სივრცეში, კაფეში ან თუნდაც ონლაინ, მაგრამ უშუალო საუბრის ფორმატში.
ადამიანი ყველაზე მეტად სწორედ მაშინ იხსნება, როცა თავს კომფორტულად გრძნობს.
აი სწორედ იქ აღმოაჩენთ მის რეალურ მოტივაციას, ღირებულებებსა და დამოკიდებულებას ადამიანებთან ურთიერთობისადმი.

რა არ "მოსულა" გაყიდვებში.

პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვებზე - გაყიდვებიდან მენეჯმენტამდე

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 558 197 679

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2025 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა