International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

როგორ მოვარგოთ სწავლება ყველას

  • 30 მარ 2026

ადამიანები ერთმანეთისგან უამრავი რამით განვსხვავდებით და სწორედ ეს განსხვავებულობა სძენს ჩვენს ცხოვრებას საინტერესოობას. წარმოიდგინეთ, ყველანი ერთნაირები რომ ვიყოთ - რამდენად მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა ადამიანებს შორის ურთიერთობები.

ეს განსხვავებულობა იწვევს იმასაც, რომ ადამიანები სხვადასხვა გზით ვსწავლობთ და ვითვისებთ სიახლეებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ტრენინგების ჩატარებით არის დაკავებული და პრაქტიკულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

ამ ბლოგში მინდა ლაკონურად გაგაცნოთ რამდენიმე ტიპის მონაწილე, რომლებიც შეიძლება ესწრებოდნენ თქვენს ტრენინგს:

აქტიური მოღვაწეები - მოსწონთ ახალი გამოცდილებები და სიამოვნებით ერთვებიან პრაქტიკულ აქტივობებში/სავარჯიშოებში. მათთვის მხოლოდ თეორიის მოსმენა ნაკლებად საინტერესოა; ურჩევნიათ აქტიური ჩართულობა და ქცევითი სწავლება. მათ სჭირდებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდა.

დამკვირვებელი და თეორეტიკოსი მონაწილეები - სანამ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გადაიტანენ, უპირატესობას ანიჭებენ ფიქრს, ანალიზს და დაკვირვებას. სვამენ შეკითხვებს, ეძებენ დეტალებს, უყვართ ინტელექტუალური გამოწვევები. ხშირად გონებაში მოდელირებენ სიტუაციებს და სიამოვნებთ თავსატეხებისა და ამოცანების ამოხსნა.

პრაგმატიკი მონაწილეები - ეძებენ მზა გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. მათ აინტერესებთ, როგორ იმოქმედონ კონკრეტულ სიტუაციებში: როგორ დაიწყონ მოლაპარაკება, როგორ დაასრულონ პროცესი, როგორ წარმოადგინონ პროდუქტი. მათთვის მნიშვნელოვანია საუკეთესო პრაქტიკის სწრაფად ათვისება ზედმეტი თეორიის გარეშე.

როგორც ვხედავთ, ეს სამი ტიპი ერთმანეთისგან განსხვავდება და სხვადასხვა მოლოდინებით ითვისებს ინფორმაციას. ხშირად თავად ტრენერიც მიეკუთვნება რომელიმე ტიპს და შესაბამისად აწყობს პროგრამას - ისე, როგორც მისთვის არის კომფორტული.

მაგალითად, თეორეტიკოსი ტრენერი პროგრამას ამდიდრებს თეორიით, ხოლო პრაგმატიკი - მზა გადაწყვეტილებებით. ასეთ შემთხვევაში სხვა ტიპის მონაწილეები ნაკლებად ერთვებიან პროცესში, იკლებს მათი ინტერესი, რაც ამცირებს როგორც ჯგუფის დინამიკას, ისე სწავლების ხარისხს.

რა არის მთავარი რჩევა?
ეცადეთ, თქვენი სატრენინგო პროგრამა მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს, რათა ყველა ტიპის მონაწილე ინტერესით ჩაერთოს პროცესში.

უფრო კონკრეტულად:

  • აქტიური მოღვაწეებისთვის - გამოიყენეთ პრაქტიკული და როლური სავარჯიშოები. მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებს თან ახლდეს თქვენი უკუკავშირი და შეჯამება.
  • დამკვირვებლებისა და თეორეტიკოსებისთვის - შექმენით ლოგიკურად აწყობილი თეორიული ბლოკები, ამოცანებითა და ანალიზის ელემენტებით.
  • პრაგმატიკოსებისთვის - გააზიარეთ პრაქტიკული გამოცდილება, რეალური ქეისები, შედეგები და შეცდომები.

ამ მიდგომით თქვენი პროგრამა გახდება უფრო მდიდარი, პრაქტიკული და ეფექტური. ყველა ტიპის მონაწილე იპოვის მისთვის მნიშვნელოვან ელემენტს, რაც გაზრდის ჩართულობას, გააძლიერებს ცოდნის ათვისებას და დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე.

ფაილ მენეჯმენტი - როგორ ვმართოთ დოკუმენტები ეფექტურად

პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვებზე - გაყიდვებიდან მენეჯმენტამდე

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 511 74 44 17

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2026 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა