International Sales Institute
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • სიახლეები
    ბლოგი წარმატების ისტორიები
  • ანტი გაყიდვები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?
  • რეგისტრაცია

კურსი მათთვის, ვისაც სურს გაიგოს ვინ არის და იყოს რაც არის

  • 24 ივლ 2025

იოკოძუნა— კურსი მათთვის, ვისაც სურს გაიგოს ვინ არის და იყოს რაც არის

რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ხვდება, რომ არ სურს იცხოვროს სხვისი სცენარით? ეს არ არის მენეჯმენტის ან კარიერული განვითარების კურსი. არც ტრენინგია, რომელიც „შეგცვლის“. ტერმინი იოკოძუნა ვისესხეთ სუმოდან და ჩვენთვის ეს ნიშნავს უმაღლესი რანგის ოსტატს. მასლოუს პირამიდის მიხედვით კი უმაღლეს ლიგაში ადამიანი თვითრეალიზაციით არის დაკავებული. და ეს ყველაფერი იწყება ასეთი უჩვეულო კითხვებით: ვის ცხოვრებას ვცხოვრობ? მართლა რას ვფიქრობ? მართლა რას ვგრძნობ? რამდენად ვარ თავისუფალი ან განპირობებული სხვისი აზრებით? რამდენად მართლა მინდა ის, რაც მინდა?

ეს კურსი მათთვისაა, ვინც ამ კითხვებამდე მივიდა და მზად არის დიდი სურათით დაინტერესდეს.

საიდან დაიწყო ყველაფერი

სამყაროში ყველაფერი შემეცნების სიხარულის შეგძნების გამო დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ღრმა საკითხები, თუკი ამას აკადემიური ფილოსოფიის ფორმა არ ექნებოდა, ბევრს აინტერესებს მიუხედავად ასაკისა ან პროფესიისა. მივხვდი რომ ჩემგანაც ხალხი არა მხოლოდ მენეჯმენტის თეორიების ახსნას მოითხოვდა, არამედ უფრო ღრმა ანალიზს, თუნდაც სუბიექტურს. მეც გავბედე ეს ხედვა ჩამომეყალიბებინა და შემდეგ კურსად მექცია, რათა ადამიანები ისეთ ორმოში ჩამეგდო სადაც ყველა მხრიდან მხოლოდ სარკე დახვდებოდათ.

ვინ უნდა იყოს იოკოძუნას მონაწილე

იოკოძუნა არ არის კურსი ყველასთვის. ეს კურსი მათთვისაა ვინც გარკვეულ წილად მომწიფდა, რომ საკუთარ აზროვნების პრიზმაში გაატაროს მთელი სამყარო.

ეს არ არის კურსი, რომელიც პასუხებს იძლევა. ეს არის კურსი, რომელიც სწორ კითხვებს სვამს — პირდაპირ, არაკომფორტულს, ფუნდამენტურ კითხვებს

მონაწილე უნდა იყოს ადამიანი ვინც მასლოუს მეოთხე საფეხურიდან ცდილობს მეხუთე საფეხურის კარი შეაღოს.

რაზე ფიქრობ კურსის შემდეგ

ადამიანი, ვინც იოკოძუნას გადის, არ ტოვებს აუდიტორიას „დასრულებული“ ან „გადაკეთებული“. უფრო ხშირად მიდის კითხვით: და ახლა რა? კურსის მიზანი სწორედ ამ კითხვამდე მიყვანაა. ცვლილება არ ხდება გარედან, ის არ არის დაგეგმილი შედეგი. ცვლილება ხდება მაშინ, როცა ადამიანი მზადაა საკუთარ თავთან დაჯდეს და იფიქროს.

იმისთვის, რომ იოკოძუნამ იმუშაოს, საჭირო არ არის არც განსაკუთრებული განათლება, არც ფილოსოფიის ცოდნა. საკმარისია სურვილი — ჩახედო საკუთარ ღირებულებებს, შეხედო საკუთარ გზას.

კურსის შინაარსი ცოცხალია

ორჯერ ჩატარებული ნაკადის შემდეგ ბევრი რამ დავინახეთ. დავინახეთ სად შეგვიძლია მეტად წავიდეთ სიღრმეში, სად შეგვიძლია უფრო ახლოს მივიდეთ მსმენელების ინტერესებთან. გამოცდილება ბადებს ახალ ხედვებს, აქცენტებს, გამბედაობას და თადარიგს.

მაგალითად, ერთ-ერთი ცვლილება უკავშირდება განსაკუთრებული ინტერესის გაჩენას მერაბ მამარდაშვილის მიმართ — რაც მიუთითებს იმაზე, რომ "აზროვნება აზროვნებზე" ადამიანებისთვის არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მე დამრჩა განცდა რომ ყველა ადამიანში არის მიძინებული მოაზროვნე რომელსაც უბრალოდ გამოღვიძება და კულტივაცია სჭირდება

სირთულე, რომელიც რჩება

სირთულე არის მოიძებნოს იდეალური ბალანსი სიღრმეს და გასაგებს შორის. ეს არაა ადვილი, განსაკუთრებით, როცა ეს უნდა მიღწეულ იქნას ჯგუფში.

და მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს

თუ გწყურია იფიქრო, იფიქრო ღრმად, გაეცნო მსოფლიო მოაზროვნეებს, მათ დამოკიდებულებებს თვითშემეცნებასთან და თვითრეალიზაციასთან, თუ გსურს დაინახო სამყარო დიდ სურათში და ამის შემდეგ გადაიაზრო შენი თავი - მაშინ შეიძლება გამოგადგეთ.

გაყიდვების სამი მთავარი საიდუმლო

რა არ "მოსულა" გაყიდვებში.

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • ონლაინ კურსები
  • კორპორატიული კურსები
  • კონტაქტი
  • en ინგლისური ka ქართული

კონტაქტი

კ. ჩალაძის 13

+995 558 197 679

info@isi.ge

კურსები

გაყიდვები და მართვა - Advanced ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი " იოკოძუნები" შესყიდვების მართვა უძრავი ქონების გაყიდვები მოლაპარაკებები და მართვა - ბათუმი უძრავი ქონების გაყიდვები - ბათუმი ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

ონლაინ კურსები

სატელეფონო გაყიდვები

© 2025 საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი | კონფიდენციალურობის პოლიტიკა