კ. ჩალაძის 13
+995 597 951 100
კურსის ღირებულება - 3300 ლარი დღგ-ს გარეშე.
თუ ამას კითხულობთ, ე.ი. გაყიდვების და მოლაპარაკებების სფეროში ხართ. ალბათ, თქვენი პირადი გამოცდილებით ან სხვადასხვა პროფესიული კურსებითაც არაერთი სტრატეგია თუ ტექნიკა გაქვთ, რომელსაც თქვენს საქმიანობაში იყენებთ.
მაშინ, რატომ უნდა გაიაროთ ეს კურსი?
ამ კურსის მიზანია, გაყიდვების და მოლაპარაკებების პროცესს სხვა პერსპექტივიდან, შემოქმედებითი მდგომარეობიდან შევხედოთ. გარდა პრაქტიკული და სასარგებლო სტრატეგიებისა თუ ტექნიკებისა, რომლებიც არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოს რეალობაში არის ადაპტირებული, კურსის განმავლობაში ერთად აღმოვაჩენთ იმ მდგომარეობას, რომელიც გაყიდვების პროცესის გრძელვადიან წარმატებებას განაპირობებს, მოლაპარაკების ყველა მხარისთვის ღირებულების შექმნის გზით
გაყიდვების მენეჯმენტის 2.0 გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
• შექმნათ თქვენს კომპანიაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგია, რომელიც თქვენი და თქვენი გუნდისთვის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა იქნება.
• ნებისმიერი მოლაპარაკების პროცესში იპოვოთ ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მაქსიმალური სარგებელი შექმნათ მოლაპარაკების ყველა მხარისათვის.
• თქვენი მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროცესი იყოს ნაკლებად სტრესული, ხოლო შედეგი - გრძელვადიანი და მდგრადი.
• დაეხმაროთ თქვენი გაყიდვების გუნდის თითოეულ წევრს სრული პოტენციალის გამოყენებაში საერთო მიზნის მისაღწევად.
კურსი განკუთვლია მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორაციული გაყიდვების და რთული მოლაპარაკებების მართვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გრძელვადიან შედეგზე არის ორიენტირებული და საბოლოო შედეგის მისაღებად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასევე კომპანიების CEO-ები და ლიდერები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ახალი კლიენტების მოზიდვისა და გარე მოლაპარაკებების პროცესზე.
კურსის ორგანიზატორები:
2016 წელს დავით ჩიკვაიძემ „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ დააფუძნა, რომელიც გაყიდვების მიმართულებით ტრენინგ და საკონსულტაციო მომსახურებას, სასწავლო კურსებს სთავაზობს მსურველებს. „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ კურსები შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე და მორგებულია ქართულ ბაზარზე.
უკვე 40 წელია რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თვითგანვითარების სემინარებს ატარებს ლეო მეთოდოლოგიის მიხედვით. მეთოდოლოგიის ავტორებმა სამი კოენმა და მისი მეუღლემ, ქლერ ნუერმა ათასობით ადამიანს გაუზიარეს, თუ როგორ შეუძლიათ შეცვალონ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპები, რათა შეექმნათ ჯანსაღი, პროდუქტიული პროფესიული თუ პირადი ცხოვრება. ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მხრივ ლეო ინსტიტუტს ნამუშევარი აქვს ისეთეთებთან, როგორებიც არიან NASA, Shell, VISA და ა.შ.
ამ კურსის ფარგლებში ლეო ინსტიტუტის ქოუჩების გუნდი გაგიძღვებათ პიროვნული შესაძლებლობების აღმოჩენის გზაზე, რომელიც თქვენი გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესს უფრო წარმატებულს, მდგრადს და ნაკლებად სტრესულს გახდის.
როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები შემოქმედებითი მდგომარეობიდან - ანუ, როგორ ვიყოთ საუკეთესო მე, რომელიც ქმნის ღირებულებას მოლაპარაკების ყველა მხარისთვის.
როგორ შევქმნათ მოლაპარაკებისა და გაყიდვების ისეთი სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება, პროცესი გავხადოთ მეტად შედეგზე ორიენტირებული და ნაკლებად სტრესული.
მოტივაცია და გმირის მოგზაურობა