კ. ჩალაძის 13
(+995) 551267222
გაყიდვების და მართვის კურსის მთავარი სარგებელი კონკრეტული სტრატეგიებისა და ტექნიკების შესწავლაა, რომლებიც არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოს რეალობაში არის ადაპტირებული და პრაქტიკაში გაზომვადი შედეგები მოაქვს. ტრენინგის შემდეგ თქვენ შეძლებთ თქვენს კომპანიაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიის შექმნას და მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროცესის წარმატებით დასრულებას. შესაბამისად, თქვენი გაყიდვები უფრო სტაბილურად გაიზრდება, ნაკლები სტრესის მომტანი იქნება ყოველი ახალი გამოწვევა გაყიდვებში და რაც მთავარია, შეძლებთ, რომ უფრო ეფექტურად მართოთ გაყიდვების გუნდი და იზრუნოთ მათი განვითარების გრძელვადიან გეგმებზე.
ტრენინგი განკუთვნილია
მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორატიული გაყიდვებისა და რთული მოლაპარაკებების მართვა.
ტრენინგის უპირატესობები
პროგრამა შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე და მორგებულია ქართულ ბაზარზე.
პრაქტიკოსი ტრენერები დაგეხმარებიან, ისწავლოთ, როგორ დაგეგმოთ, განახორციელოთ და მართოთ გაყიდვების პროცესი და მოლაპარაკებები დაწყებიდან დასრულებამდე.
პროგრამა შედგება სამი ძირითადი ბლოკისგან: დაგეგმარება, განხორციელება და ანალიზი. პრაქტიკული სავარჯიშოებისას მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, მიღებული ცოდნა მოარგონ რეალურ ქეისებს.
ლიდერობა